Home » ბიზნესი » „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა
„აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა

„აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა

სს “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველოს” აქციონერთა კრებამ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციად გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნული გადაწყვეტილების და შესაბამისი მომართვის საფუძველზე მომზადებული საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველოს“ გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ლიკვიდაციის პროცესში სს “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველო” არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაიქმნება.

საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, აღნიშნული პროცესების შემდგომ სრულად დაკმაყოფილდება ბანკში დარჩენილ კრედიტორთა, პირველ რიგში კი – დეპოზიტართა მოთხოვნები.

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით დაზღვეული დეპოზიტების მისაღებად, დეპოზიტორებმა უნდა მიმართონ სსიპ “დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს”.

იმ თანხების მისაღებად, რომლებიც “დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით არ არის დაზღვეული, კრედიტორებმა უნდა მიმართონ სს “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” ლიკვიდატორს – როინ ცაციაშვილს” ,- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

Share