Home » მსოფლიო » აზერბაიჯანი ელექტრონულ სიგარეტზე აქციზის გადასახადს აწესებს

აზერბაიჯანი ელექტრონულ სიგარეტზე აქციზის გადასახადს აწესებს

აზერბაიჯანს ელექტრონული სიგარეტი აქციზური საქონლის სიაში შეყავს. ცვლილების პროექტი აზერბაიჯანის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საგადასახადო კოდექსში პირველი მოსმენისათვის განსახილველად შევიდა.

როგორც აზერბაიჯანული გამოცემა ABC.AZ-ი წერს, აქციზური საქონლის სიაში შედის თამბაქოს შემცვლელი, ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტი, ჩილიმი და მათი შემცვლელი.

პროექტის მიხედვით, თამბაქოს შემცვლელზე ყოველ კილოგრამზე იმოქმედებს აქციზის განაკვეთი 30 მანეთი, ხოლო ელექტრონული სიგარეტის, ჩილიმისა და მათი შემცვლელის თითოეულ ერთეულზე 0,25 მანეთი.

სიგარეტის ნაწარმზე აქციზის განაკვეთი შეადგენს 38,5 მანეთს 1000 ერთეულზე.

შეგახსენებთ, რომ ადრე სიგარეტის ნაწარმზე აქციზის განაკვეთი 1000 ერთეულზე 35 მანეთს შეადგენდა.

სანდრო პირველი

Share