Home » საზოგადოება » „ავიამიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება იყო პასუხი ოპოზიციონერების აღმაშფოთებელ ქცევაზე“
„ავიამიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება იყო პასუხი ოპოზიციონერების აღმაშფოთებელ ქცევაზე“

„ავიამიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება იყო პასუხი ოპოზიციონერების აღმაშფოთებელ ქცევაზე“

ავიამიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება იყო პასუხი ოპოზიციონერების აღმაშფოთებელ ქცევაზე, რომლებმაც ჩაშალეს მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ეს იყო მომზადებული პროვოკაცია. ჩვენს დეპუტატებზე იძალადეს. როდესაც ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, გამოვაცხადეთ, რომ ეს იყო დროებითი ზომა და მას მოვხსნიდით მაშინ, როდესაც სიტუაცია დასტაბილურდებოდა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ამასთან, ლავროვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრა თავად დავით ზალკალიანმა ითხოვა.

Share