Home » ბიზნესი » „აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და იქ ვიცხოვრებ”

„აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და იქ ვიცხოვრებ”

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შემ­დეგ, Forbes-ის მი­ლი­არ­დე­რე­ბის რე­ი­ტინ­გში, კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მოხ­ვდა. ახა­ლი მი­ლი­არ­დე­რი ყა­ზა­ხუ­რი ფინ­ტექ პლატ­ფორ­მის „კას­პის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, 45 წლის მი­ხე­ილ ლომ­თა­ძეა. ამ დრო­ის­თვის რე­ი­ტინ­გში ლომ­თა­ძე 826-ე პო­ზი­ცი­ა­ზეა და მისი ქო­ნე­ბა 3,7 მი­ლი­არდ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

ყო­ვე­ლი ახა­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი სერ­ვი­სის წარ­დგე­ნი­სას, ტრა­დი­ცი­უ­ლად, შავ პუ­ლო­ვერ­ში, ჯინ­სებ­სა და წი­თელ ბო­ტა­სებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მი­ხე­ილ ლომ­თა­ძე ძი­რი­თა­დად მარ­ტო დგას სცე­ნა­ზე და დიდ ეკ­რან­ზე წარ­მოდ­გე­ნილ სი­ახ­ლე­ზე ქარ­თვე­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ემო­ცი­უ­რო­ბით ლა­პა­რა­კობს, ისე, რომ აუ­დი­ტო­რი­ას ერ­თბა­შად იპყრობს. მისი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი ამ თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან ჰგავს ახა­ლი პრო­დუქ­ტის სტივ ჯობ­სი­სე­ულ წარ­დგე­ნებს. ალ­ბათ, ამ და მისი სი­ახ­ლე­ე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის გამო, მას ზოგ­ჯერ მე­დია „ახალ ჯობ­სა­დაც” მო­იხ­სე­ნი­ებს.

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ჰკი­თხეს, – შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ გქონ­დეთ 25 წლის მი­ხე­ილ ლომ­თა­ძეს რას უსურ­ვებ­დი­თო? – რა­ზეც და­უ­ფიქ­რებ­ლად უპა­სუ­ხა: „სწო­რი ადა­მი­ა­ნე­ბის არ­ჩე­ვას…”

„25 წლი­სა, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ ვფიქ­რობ­დი, უბ­რა­ლოდ, ინ­ტუ­ი­ცი­ით ვმოქ­მე­დებ­დი. დღეს კი სრუ­ლი­ად ზუს­ტად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სწო­რედ ადა­მი­ა­ნე­ბი შენს გარ­შე­მო წარ­მო­ად­გე­ნენ წარ­მა­ტე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე დიდ აქ­ტივს. 25 წლის მი­ხე­ილს კი ვურ­ჩევ­დი: ეცა­დე იყო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, ვის­თან ერ­თა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­უღ­წე­ვე­ლის მიღ­წე­ვა, ვი­საც შე­იძ­ლე­ბა და­ეყ­რდნო და ვი­საც გული სწორ ად­გი­ლას უძ­გერს…”

„მი­ხე­ილ ლომ­თა­ძის გზა წარ­მა­ტე­ბამ­დე, უკი­დუ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო, თუმ­ცა რთუ­ლიც იყო…”

ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში მის წარ­სულ ცხოვ­რე­ბა­ზე ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია იძებ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, რო­გორც ირ­კვე­ვა ბიზ­ნეს­მენ­მა ბა­კა­ლავ­რი­ატ­ში ჩა­ბა­რე­ბის სურ­ვი­ლით, ბი­ძას თან­ხა ესეს­ხა, სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი მთლი­ა­ნად გა­და­ი­ხა­და მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მე­ნე­ჯმენ­ტის ევ­რო­პულ­მა სკო­ლამ შე­ღა­ვა­თის სა­ხით სრუ­ლი სა­ფა­სუ­რის 30% და­უკ­ლო. მი­ლი­არ­დე­რი ამ­ბობს, რომ ეს მის ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ვეს­ტი­ცია იყო.

მი­ლი­არ­დე­რი საკ­მა­ოდ გულ­ღია ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ როცა თემა საქ­მეს შე­ე­ხე­ბა, საკ­მა­ოდ მკაც­რიც შე­იძ­ლე­ბა იყოს. იცის ქარ­თუ­ლი, რუ­სუ­ლი, ინ­გლი­სუ­რი და ყა­ზა­ხუ­რი ენე­ბი. ის აქ­ტი­უ­რად ჩნდე­ბა ყა­ზა­ხურ და სხვა უცხო­ურ პრე­სა­ში და ბიზ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ინო­ვა­ცი­ურ იდე­ებ­სა და სი­ახ­ლე­ებ­ზე აღ­ტა­ცე­ბით სა­უბ­რობს.

აი, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე კი არას­დროს ლა­პა­რა­კობს, ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, მას მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ჯერ არ უპო­ვია.

ბიზ­ნეს­მე­ნის ცხოვ­რე­ბა ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი პრე­სის­თვის მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოა, ის უკვე წლე­ბია ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მოღ­ვა­წე­ობს, ჯერ რუ­სეთ­ში შემ­დეგ კი ყა­ზა­ხეთ­ში წა­მო­წყე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კვლავ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა, ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტი აქვს და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უა­რის თქმას არას­დროს აპი­რებს.

„ვიზა შე­მიძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პას­პორ­ტი­თაც მი­ვი­ღო, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი ქვე­ყა­ნა, წლე­ბის შემ­დეგ, აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და იქ ვი­ცხოვ­რებ. სამ­შობ­ლოს წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე სტუმ­რობს და თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ოჯახ­თან.” – განაცხადა მი­ხე­ილ ლომ­თა­ძემ.

AMBEBI.GE

Share