Home » Author Archives: zaza khorbaladze (page 7)

Author Archives: zaza khorbaladze

სესხის გაცემისას ბანკი დაეყრდნობა ფაქტობრივ მონაცემებს და ფიზიკური პირების საკრედიტო ისტორიას

სესხის გაცემისას ბანკი დაეყრდნობა ფაქტობრივ მონაცემებს და ფიზიკური პირების საკრედიტო ისტორიას

იმ მომხმარებლებს, რომლებიც კომერციულ ბანკებთან სასესხო ხელშეკრულების დარღვევის გამო „კრედიტ-ინფოს“ შავ სიაში მოხვდნენ და კრედიტებზე წვდომა შეეზღუდათ 1 სექტემბრიდან „ნეგატიური სტატუსი“ გაუუქმდებათ. როგორ აფასებენ კომერციული ბანკები საკანონმდებლო ცვლილებას და შეარბილებენ თუ არა „შავ სიაში“ მყოფი მოვალეებისთვის დაკრედიტების პოლიტიკას? ამ საკითხზე „კომერსანტმა“ კითხვით კომერციულ ბანკებს მიმართა. „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის კახა კიკნაველიძის ინფორმაციით, საკრედიტო-საინფორმაციო ბიურო არ უქმდება. ის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ...

Read More »

საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის ხელფასად 6250 ლარი, მეხანძრე-მაშველის ყოველთვიურ სარგოდ კი – 750-დან 1200 ლარამდე განისაზღვრა

საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის ხელფასად 6250 ლარი, მეხანძრე-მაშველის ყოველთვიურ სარგოდ კი - 750-დან 1200 ლარამდე განისაზღვრა

საქართველოს მთავრობამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა ფულადი სარგოსა (თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო) და ფულად სარგოზე დანამატის ოდენობებისა და გაცემის წესი დაამტკიცა. განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს 2018 წლის 9 აგვისტოდან შევიდა ძალაში და 2018 წლის 1-ელი აგვისტოდან წარმოშობილ ყველა სამართლებრივ ურთიერთობაზე მოქმედებს. მთავრობის განკარგულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 4560 თანამშრომელს ეხება. როგორც განკარგულების დანართშია აღნიშული, ...

Read More »

2019 წლის ბოლოს თბილისში ყვითელი ავტობუსები აღარ იმოძრავებენ

2019 წლის ბოლოს თბილისში ყვითელი ავტობუსები აღარ იმოძრავებენ

2019 წლის ბოლოსთვის თბილისში ძველი, ყვითელი ავტობუსები აღარ იმოძრავებენ, –  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, წლის ბოლოს თბილისში 90 ერთეული მანი-ს ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტიპის ავტობუსი შემოვა. „პარალელურად, მერიამ უკვე დაიწყო 220 ერთეული 8-მეტრიანი ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესყიდვის პროცესი და როგორც დავპირდით მოსახლეობას, 2019 წლის ბოლოსთვის 550 ერთეული ავტობუსი იქნება შემოყვანილი“, – ...

Read More »

კახეთში წელს 200 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან

კახეთში წელს 200 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან

მიმდინარე წელს კახეთში 200 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, „რთველი – 2018“-ის საკოორდინაციო შტაბში 11 კომპანია უკვე დარეგისტრირდა, რომელიც მოსახლეობისგან ყურძენს შეისყიდის. რთველი კახეთში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროდანმიმდინარე კვირის ბოლოს დაიწყება. ამასთან, სტიქიისაგან დაზარალებული ქისტაურისა და ახაშენის მოსახლეობა მესამე დღეა დაზიანებული ყურძნის მოსავალს ახმეტის ღვინის ქარხანაში აბარებს.  რთველის საკოორდინაციო შტაბის მონაცემებით, ქარხანამ მოსახლეობისგან უკვე მიიღო და გადაამუშავა 500 ...

Read More »

ერდოღანის პირდაპირი მმართველობა საქართველოს განათლების სისტემაში

ერდოღანის პირდაპირი მმართველობა საქართველოს განათლების სისტემაში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ერთი წლით ავტორიზაციის შეჩერების ფაქტმა, კიდევ ერთხელ გააჩინა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება თურქეთის ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს. ანალიტიკოსების ნაწილი უბრალო დამთხვევად არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველოში დაიხურა უკვე მესამე სასწავლო დაწესებულება, რომელიც ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო სივრცის ნაწილად მიიჩნევა და რომელიც თურქეთის დღევანდელი ხელისუფლების მიერ ტერორისტად და მტრად შერაცხული, ამერიკაში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის – ...

Read More »

1 სექტემბერს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის The Chemical Brothers-ის კონცერტი გაიმართება

1 სექტემბერს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის The Chemical Brothers-ის კონცერტი გაიმართება

1 სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ქართველი მსმენელის წინაშე 4 გრემის ჯილდოს მფლობელი ბრიტანული დუეტი The Chemical Brothers წარდგება. ტომ როულენდსისა და ედ საიმონსისგან  შემდგარი ინგლისური დუო ქართველ მსმენელს ტრადიციულად, ვიზუალური ეფექტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, დაუვიწყარ სანახაობას შესთავაზებს. ღონისძიების წარმდგენები Eastern Promotions და თიბისი სტატუსი არიან. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია tkt.ge-ზე. თიბისის სტატუსის მომხმარებლები ბილეთების შეძენისას ფასდაკლებით ისარგებლებენ. The Chemical Brothers-ის მსმენელისთვის სპეციალური აქცია ...

Read More »

შვედეთში ჩამოვარდა გამანადგურებელი, რომელსაც ფრინველი დაეჯახა

შვედეთში ჩამოვარდა გამანადგურებელი, რომელსაც ფრინველი დაეჯახა

შვედეთში კატასტროფა განიცადა გამანადგურებელმა, რომელსაც ფრინველი დაეჯახა, – ამის შესახებ ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენლები იუწყებიან. ინციდენტი შვედეთის სამხრეთ ნაწილში მოხდა. სამხედრო საჰაერო ძალების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ავიკატასტროფის დროს პილოტმა კატაპულტირება მოასწრო და ახლა თავს კარგად გრძნობს. გამანადგურებელი jas 39-ი კი ტყის მასივში ჩავარდა. სამხედრო საფრენი აპარატის მწარმოებელი შვედური კომპანია Saab-ია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შვედეთში ყოველწლიურად საფრენ აპარატზე ფრინველის დაჯახების 400 შემთხვევა ფიქსირდება. ...

Read More »

წითელას ვაქცინაცია შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

წითელას ვაქცინაცია შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

წითელას ვაქცინაცია საქართელოში, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. როგორც ambebi.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ინიციატივა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს ეკუთვნის და კანონპროექტის განხილვა მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე მოხდება. “წითელა სახუმარო დაავადება არ არის. წელს საქართველოში ორი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, შარშან შემოდგომაზე აჭარის რეგიონიდან დაიწყო წითელას პიკი და 2018-ში უკვე ინფექციის 1300-მდე შემთხვევაა. ქვეყანაში ამ დრომდე 20-დან 40 წლამდე ...

Read More »

ოკუპანტებმა ენგურის ხიდზე ცხედარი არ გაატარეს

ოკუპანტებმა ენგურის ხიდზე ცხედარი არ გაატარეს

რუსმა ოკუპანტებმა ენგურის ხიდზე გალის მიმართულებით ცხედარი არ გაატარეს. როგორც გამოცემა DFWatch-ს მიცვალებულის ახლობლებმა განუცხადეს, ცხედრის გატარება 6 საათის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. მათივე განმარტებით, ამის მიზეზი დოკუმენტების არარსებობა გახდა, რადგან მარიონეტულმა რეჟიმმა ე.წ. წითელი პასპორტები გააუქმა. „თავიდან გვთხოვდნენ დოკუმენტს, შემდეგ გვითხრეს, მინისტრის სპეციალური ნებართვის გარეშე ვერ გაგვატარებდნენ. ამის მერე ზუგდიდიდან გარდაცვალების ცნობის მიტანა მოგვიწია, საბოლოოდ კი 5 000 რუსული რუბლის(190ლარი) ...

Read More »

თბილისში დაუსრულებელი მშენებლობები შესაძლოა, დღგ-სგან გათავისუფლდეს

თბილისში დაუსრულებელი მშენებლობები შესაძლოა, დღგ-სგან გათავისუფლდეს

თბილისში დაუსრულებელი მშენებლობები შესაძლოა, დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდეს. როგორც დედაქალქის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა განაცხადა, მერია მსგავსი შენობების მეპატრონეებთან ინდივიდუალურ რეჟიმში მუშაობს და განიხილება როგორც „ფინანსური წნეხის“ მოხსნა, ისე იურიდიული საკითხების მოგვარება. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში სულ 179 დაუსრულებელი შენობაა. მისი თქმით, მშენებლობები რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა დასრულდეს, რისთვისაც სამშენებლო კომპანიებისა და დეველოპერების აქტიურობაა საჭირო. თავის მხრივ, ...

Read More »