Home » Author Archives: zaza khorbaladze (page 6)

Author Archives: zaza khorbaladze

ნავთობის ფასი შემცირდა

ნავთობის ფასი შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის 23 აგვისტოს  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 74,73 (- 0,05)  დოლარი/ბარელზე.  ნიუ-იორკში  York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 67,83 (- 0,03)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

კვლევის მიხედვით, თბილისში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი “ტექნიკურ უნივერსიტეტთან“, ავლაბრის მოედანთან, მელიქიშვილის ქუჩასა და რუსთაველის გამზირზეა

კვლევის მიხედვით, თბილისში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი “ტექნიკურ უნივერსიტეტთან“, ავლაბრის მოედანთან, მელიქიშვილის ქუჩასა და რუსთაველის გამზირზეა

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმას აჭარბებს. ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების მნიშვნელობების და ჰაერის ხარისხის შესაბამისი ინდექსების მიხედვით, აზოტის დიოქსიდის ნორმაზე გადაჭარბების მაჩვენებელი თბილისში დაფიქსირდა, მეტროსადგურ“ ტექნიკურ უნივერსიტეტთან“, ავლაბრის მოედანთან, მელიქიშვილის ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე. რაც შეეხება სხვა ქალაქებს, ბათუმში, ქუთაისში, ზესტაფონში, ხაშურში, რუსთავსა და თელავში ასევე დაფიქსირდა აზოტის დიოქსიდის, როგორც დაბალი ინდექსი, ასევე ზოგიერთ წერტილში ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევებიც. ...

Read More »

შორეული NATO და ევროკავშირი – მერკელის გახსნილი გზავნილები

შორეული NATO და ევროკავშირი - მერკელის გახსნილი გზავნილები

საქართველოში გერმანიის კანცლერის ვიზიტი დასრულდა. საქართველოში ეს ვიზიტი ყველაზე მეტად იმით დაამახსოვრდებათ, რომ გერმანიის კანცლერმა პირველად მოიხსენია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულტერიტორიებად. „ეს არის ოკუპაცია და ეს არის ჩემი პასუხიც. ეს რეგიონები არის ოკუპირებული, დაკავებულია ტერიტორიის 20%, ამასთან ერთად, ეს რჩება ძალიან უხეშ დიდი უსამართლობად”, – განაცხადა კანცლერმა ქართველი სტუდენტის კითხვის პასუხად, რატომ არ ხმარობს მერკელი სიტყვა ოკუპაციას. მერკელმა საქართველოში 200 ...

Read More »

მოსახლეობა სამედიცინო სერვისებით ვეღარ სარგებლობს

მოსახლეობა სამედიცინო სერვისებით ვეღარ სარგებლობს

საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურების სერვისებით მოსარგებლე ბენეფიციარების რიცხვი 15%-საც ვერ აჭარბებს. გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას თუ არ მივიღებთ მხედველობაში, მოქალაქეების უმეტესობას ჯანდაცვის სერვისზე თანადაფინანსების პირობებშიც კი არ მიუწვდება ხელი. რამდენიმე სხვა მიზეზთან ერთად ბენეფიციართა პასიურობა სწორედ სამედიცინო სერვისების მაღალი ფასით არის გამოწვეული. ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს მოსახლეობას სამედიცინო მომსახურება მუდმივად უძვირდება. ამიტომაც ადამიანები ხშირ შემთხვევაში ექიმთან ვიზიტს გაურბიან. მიუხედავად საყოველთაო ...

Read More »

„ომის განმეორება არ გვსურს, თუმცა, თუ სხვა შანსი არ დაგვიტოვეს, თავდაცვის უფლება გვაქვს“

„ომის განმეორება არ გვსურს, თუმცა, თუ სხვა შანსი არ დაგვიტოვეს, თავდაცვის უფლება გვაქვს“

„ნებისმიერი სახელმწიფო, ძლიერიც კი, შეწუხებული იქნება იმით, რომ მის საზღვრებთან ასეთი სახის წვრთნები იმართება” – აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი „ტასთან” ინტერვიუში საქართველოში ჩატარებული ნატო-ს წვრთნების შესახებ. „ჩვენ ომი გადავიტანეთ და არ გვსურს, რომ ეს განმეორდეს. არ გვსურს, რომ ჩვენმა ხალხმა და ქართველებმაც ისევ გაიარონ ეს რთული პროცესები, თუმცა, თუ ჩვენ სხვა შანსი არ დაგვიტოვეს, ჩვენ გვაქვს თავდაცვის უფლება”, ...

Read More »

“საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში სამუშაო კვოტებს შევქმნით”

ანგელა მერკელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში სამუშაო კვოტებს შევქმნით

საქართველოსთვის და დასავლეთ ბალკანური ქვეყნებისთვის ჩვენ სამუშაო კვოტებს შევქმნით, რათა დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზები არსებობდეს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას, დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მერკელის განცხადებით, კვოტები გარკვეული სპეციალობებისთვის შეიქმნება, რომლის დეფიციტიც გერმანულ ბაზარზეა. „ჩვენ ვამუშავებთ ახლა დარგის სპეციალისტების კანონპროექტს, არა ზოგადად, მაგრამ ცალკეული პროფესიებისთვის, სადაც არის დიდი დეფიციტი ...

Read More »

1 875 ლარი ქორწინებისას და შვილის შეძენისას – რა სოციალური გარანტიებით ისარგებლებენ მეხანძრე-მაშველები

1 875 ლარი ქორწინებისას და შვილის შეძენისას - რა სოციალური გარანტიებით ისარგებლებენ მეხანძრე-მაშველები

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიებისა და შეღავათების უზრუნველყოფის“ ახალი წესი დამტკიცდა. დოკუმენტის თანახმად, უწყებაში დასაქმებულებზე განისაზღვრა ერთჯერადი ფულადი დახმარებები შვილის შეძენისას, დაქორწინებისას და ოჯახის წევრის გარდაცვალებისას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ბრძანებით, დაქორწინებისას მეხანძრე-მაშველის ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა 1875 ლარის ოდენობით, შვილის შეძენისას ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არასრულწლოვნის შვილად აყვანისას – 1875 ლარის ...

Read More »

UEFA გურამ კაშიას ლგბტ პირების მხარდაჭერისთვის დააჯილდოებს

UEFA გურამ კაშიას ლგბტ პირების მხარდაჭერისთვის დააჯილდოებს

უეფა გურამ კაშიას ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის დააჯილდოვებს. #EqualGame უეფას ახალი ჯილდოა, რომელიც პირველად ქართველ ფეხბურთელს გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უეფას ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს. “ლგბტ საზოგადოების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის, გურამ კაშია #EqualGame-ის პირველ ჯილდოს მიიღებს”, – წერია უეფას განცხადებაში. UEFA-ს ოფიციალურ გვერდზე გურამ კაშიას სტატიაც მიუძღვნეს. სტატიაში ნათქვამია, რომ გურამ კაშიას ჯილდო ლგბტ თემის საჯაროდ მხარდაჭერის გამო გადაეცა. ეს მოიცავდა როგორც ...

Read More »

ბანკებმა 7 თვე წმინდა მოგების 10.5%-იანი კლებით დაასრულეს

ბანკებმა 7 თვე წმინდა მოგების 10.5%-იანი კლებით დაასრულეს

საბანკო სექტორმა 7 თვე წმინდა მოგების 10.5%-იანი კლებით დაასრულა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტორის კონსოლიდერებული წმინდა მოგება 464.45 მლნ ლარია, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 54.7 მილიონით ნაკლები. მხოლოდ ივლისში ბანკებმა 54 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. წლიურ ჭრილში კლება 24%-ს (17.2 მლნ) აღემატება. გადასახადების გადახდამდე მოგება 67 მლნ ლარი იყო.   წყარო: gbc.ge

Read More »

“არჩევნების გაყალბებამ შეიძლება მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს”

არჩევნების გაყალბებამ შეიძლება მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს

„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის შალვა ნათელაშვილის შეფასებით, არჩევნების გაყალბება გლობალური პრობლემა გახდა, რამაც შეიძლება მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. „ძალაუფლების უზურპაცია, არჩევნების გაყალბება გლობალური პრობლემა გახდა კაცობრიობისათვის, ისევე როგორც ტერორიზმი, ატომური იარაღი, ისევე როგორც გლობალური დათბობა. ეს არის სერიოზული თემა, რამაც შეიძლება მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. ვისაც ეს არ სჯერა არაბულ პროცესებს გადახედოს“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა. მისი თქმით, ქვეყანაში არჩევნების ...

Read More »