Home » Author Archives: George Kapanadze (page 9)

Author Archives: George Kapanadze

„თუ პურის ფქვილზე სუბსიდირების პროგრამა არ განხორციელდება, ოქტომბრიდან შესაძლოა, პურის ფასი 10 თეთრით გაიზარდოს“

“საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, თუ სახელმწიფო პურის ფქვილზე სუბსიდირების პროგრამას არ განახორციელებს, ოქტომბრიდან შესაძლოა, პურის ფასი 10 თეთრით გაიზარდოს. როგორც დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ასოციაცია მაქსიმუმს აკეთებს, რათა პურის ფასი სტაბილური იყოს. „პურის ფქვილზე სუბსიდირების მოხსნის შემდეგ, პურის ფასი 10 თეთრით გაიზარდა. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში პურის ფასი შედარებით დაბალია. პურის ფასი ბევრი კომპონენტისაგან შედგება, ...

Read More »

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის გამარჯვებულები ცნობილია – იხილეთ სია

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის პირველი გამარჯვებული ცნობილია. პირადი ნომრის გადასამოწმებლად უნდა გადახვიდეთ: https://stopcov.lotto.ge/#/ STOPCOVID ლატარია აიცერი და მოიგე ვაქცინაციის პროცესის სტიმულირების მიზნით იმართებ . ლატარია დაიწყო 2021 წლის 13 სექტემბრიდან და გაიმართება 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ: ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22; ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222; დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956; ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 ...

Read More »

„ფრეიზერის ინსტიტუტის“ „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ ახალი რეიტინგით საქართველო მსოფლიო ლიდერთა ხუთეულშია

Fraser institute-ის 2021 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიო ლიდერთა ათეულში 8.26 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. „2020 წლის ანგარიშში საქართველო 8.24 ქულით მე-8 პოზიციაზე იყო. „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგი 165 ქვეყანას აფასებს. შესაბამისად, საქართველო გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა აშშ (მე-6), ლიეტუვა (მე-7), ავსტრალია (მე-9), დანია ...

Read More »

„ახალგაზრდა ადვოკატები“: ტაქსის მომსახურების გამწევი პირი, რომელიც მაღალი მარჟით დაიწყებს ოპერირებას, ნებართვა უნდა შეუჩერდეს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სახელმწიფოს მხრიდან ტაქსის მომსახურე კომპანიების საქმიანობის მკაცრი შემოწმებისა და სამართლიანი სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრის მოთხოვნით, ქ. თბილისის მთავრობას და კონკურენციის სააგენტოს, ერთობლივად მიმართავს და სამართალწარმოების პროცესს იწყებს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, შესწავლის საგანი უნდა გახდეს პანდემიის პერიოდში ქ. თბილისში მოქმედი ტაქსის კომპანიების მხრიდან თვითნებურად მიღებული გადაწყვეტილებები სატარიფო პოლიტიკის ცვლილებასთან, რამაც ბაზარზე მომსახურების ფასის არაგონივრული მაჩვენებელი წარმოქმნა, დაარღვია კერძო ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ზღაპრის დღეს უმასპინძლებს

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ზღაპრის დღე, 16 სექტემბერს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გაიმართება. როგორც „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიების ფარგლებში, ილუსტრატორ გიორგი ჯინჭარაძის „ამირანის“ თემაზე შექმნილი პროექტის გამოფენა მოეწყობა. „ზღაპრის დღის მთავარი მოვლენა AR (Augmented reality – გამოგონილი რეალობა) აპლიკაციის პრეზენტაცია იქნება, რომლის მეშვეობითაც, ზღაპრული პერსონაჟების თანამედროვე რეალობაში გადმოყვანაა შესაძლებელი. მათი ავტორები კი მხატვრები: ანკა ბოჭორიშვილი, ...

Read More »

რატომ შეარქვეს ილიაუნიში თეა გოდოლაძეს „სპუტნიკა თეა“

საერთოდ, მეტსახელების შერქმევის პრაქტიკას შინაგანად ვეწინააღმდეგები. არ არის ეს კარგი და მოსაწონი პრაქტიკა, ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ისეც ხშირად ხდება ხოლმე, რომ შერქმეული მეტსახელი ორგანულად ესისხლხორცება სუბიექტს და ისეთი განცდა ჩნდება, რომ ამ მეტსახელით დაიბადა და გაიზარდა, ისწავლა და იმუშავა და თუ გინდა ძალიან ხმამაღლადაც შევძახოთ – იმოღვაწევა კიდეც. აი, რაღაც ასეთი განცდა გამიჩნდა, როცა თავის დროზე, დაახლოებით ერთი თვის ...

Read More »

მერაბ კაკულია: ეკონომიკა წელს 9-10%-ით გაიზრდება

„მეეჭვება, რომ წლის ბოლოს ორნიშნა ზრდა გვექნება“, – პროგნოზი „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში პროფესორმა მერაბ კაკულიამ გააკეთა. ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის ზრდა 10%-ის ფარგლებში იქნება. „ვიტყოდი, რომ მშპ-ს ზრდა იქნება 10%-ის ფარგლებში. არ ვამბობ, რომ ზუსტად 10% იქნება. შეიძლება იყოს 9%, 9.5% . ზრდას ვვარაუდობ 9-10%-ის ფარგლებში, თუ არ გაუარესდა მთლიანი მაკროეკონომიკური ფონი და ეპიდემიოლოგიური ვითარება“, – განმარტა მერაბ ...

Read More »

ქობულეთში თანამედროვე სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება

ქობულეთში თანამედროვე სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში წერს. “ეს იყო ქობულეთელების ერთ-ერთი ძირითადი თხოვნა, რაც გავითვალისწინეთ. თანამედროვე სპორტული კომპლექსი ამ მუნიციპალიტეტს განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს. პროექტის განხორციელებისთვის 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აჭარაში, ყველა მუნიციპალიტეტში ვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა.  ეს ყოველივე ხელს უწყობს, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ასევე ...

Read More »

პროკრედიტ ჯგუფი PCAF-ის მონაწილე ხდება

პროკრედიტ ჯგუფი Partnership for Carbon Accounting Financials-ის (PCAF – პარტნიორობა ნახშირბადის ემისიების აღრიცხვის ფინანსური ანგარიშგებისთვის) მონაწილე ხდება სტანდარტიზირებული მიდგომის დანერგვა ჯგუფის მასშტაბით, რომელიც გულისხმობს საკუთარ საკრედიტო და საინვესტიციო პორტფელთან დაკავშირებული სათბურის აირების ემისიების გაზომვისა და გამოვლენის შესაძლებლობას. Partnership for Carbon Accounting Financials (PCAF) არის გლობალური ინდუსტრიის ინიციატივა ფინანსური სექტორისათვის სათბურის აირების  ემისიების გაზომვისა და გამოვლენის სტანდარტიზაციის უზრუნველსაყოფად. ამ ინიციატივას მხარს უჭერს 140-ზე მეტი ბანკი და ინვესტორი,  ხუთი კონტინენტიდან. ინიციატივა თანდათან აქტუალური ხდება ჩრდილოეთ ამერიკაში, ლათინურ ამერიკაში, ევროპაში, აფრიკასა და აზია  და წყნარი ოკეანის რეგიონში. მაინის ფრანკფურტი, 2021 წლის 8 სექტემბერი – დაარსების დღიდან, პროკრედიტ ჯგუფი ცდილობს თავის სამოქმედო ქვეყნებში, განვითარებად ბაზრებზე ხელი შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას ეკოლოგიური  საკითხების გათვალისწინებით. პროკრედიტ ჯგუფში შემავალი ბანკები პიონერები ...

Read More »

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სამართალწარმოებას იწყებს და ტაქსების მომსახურების სფეროში ინიციატივას წარმოადგენს

2021 წლის 14 სექტემბერს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და ორგანიზაციის ინიციატივას წარმოადგენს, თემაზე: რა სამართლებრივი საშუალებებით შეიძლება ჩაერიოს სახელმწიფო ტაქსის მომსახურე კომპანიების საქმიანობაში, შეჩერდება თუ არა მომსახურების ნებართვები, როგორ შეიძლება დარეგულირდეს სამართლიანი სატარიფო პოლიტიკა და ვინ აგებს პასუხს ტაქსის მომსახურების სფეროში შექმნილ ბუნებრივ მონოპოლიებზე. „ახალგაზრდა ადვოკატები“ სამართალწარმოების პროცესს იწყებს და ახალი ინიციატივის შესახებ საჯარო ...

Read More »