Home » Author Archives: George Kapanadze (page 8)

Author Archives: George Kapanadze

მოლინეუსი – ეკონომიკური რეფორმების შთამბეჭდავი დღის წესრიგი გვაქვს, მსოფლიო ბანკი სიამოვნებით დაუჭერს მხარს საქართველოს მთავრობას

სებასტიან მოლინეუსი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე – ეკონომიკური რეფორმების შთამბეჭდავი დღის წესრიგი გვაქვს, მსოფლიო ბანკი სიამოვნებით დაუჭერს მხარს საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ძალიან კარგი საუბარი შედგა ეკონომიკური განვითარების შესახებ და ეკონომიკაში დაწყებული რეფორმების გაგრძელების მიმართულებით წინსვლის მიღწევის გზებზე, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის ...

Read More »

შავი ზღვის ფსკერზე გამავალი დენის კაბელის პროექტი საქართველოს ტრანსკავკასიური ელექტროენერგეტიკული ჰაბის ფუნქციას შესძენს

გახდება თუ არა შავი ზღვის ფსკერზე მოსაწყობი მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი ახალი ბაქო -თბილისი – ჯეიჰანი საქართველოს ელექტროენერგეტიკულ დღის წესრიგში მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლეა. საქმე ის არის, რომ იგეგმება შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მშენებლობა, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით იქნება აღჭურვილი. საკითხი  სულ ახლახანს ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზეც განიხილეს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტზე იყო გამახვილებული. ...

Read More »

აფბა ნივთის ონლაინ გამოწერისას განბაჟების ზღვარის 1500 ლარამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ საქართველოს მთავრობას და ახლად დანიშნულ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს მოუწოდებს ონლაინ ვაჭრობის დაწესებული განბაჟების ზღვარი 1500 ლარამდე გაზარდოს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ლარის დრამატული გაუფასურების და გლობალური პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე, საქართველოს მოქალაქეების მსყიდველობითუნარიანობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. შესაბამისად, არსებული განბაჟების გადასახადი ონლაინ ვაჭრობით დაკავებულ პირებს კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აყენებს. ამასთან, აფბაში განმარტავენ, რომ პანდემიის პირობებში ადამიანები ...

Read More »

„არა მგონია, რომ რუსი ტურისტებისთვის კვერცხების სროლა გეოპოლიტიკურად გაგვაძლიერებს“ – „რუსეთი არის ჩვენი ეკონომიკის ძირითადი შემოსავალი”

„არა მგონია, რომ რუსი ტურისტებისთვის კვერცხების სროლა გეოპოლიტიკურად გაგვაძლიერებს – რუსეთი არის ჩვენი ეკონომიკის ძირითადი შემოსავალი” , – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ,  გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. აღნიშნულით ის, თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, რა დროსაც საქართველოს მოქალაქეებმა რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის და მისი თანმხლები პირების ჩამოსვლა გააპროტესტეს. „მე არ მგონია, რომ ქართველ და რუს ხალხებს შორის მტრული დამოკიდებულება არსებობს. ...

Read More »

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, გასაყიდად 10 სახელმწიფო საწარმოა გამოტანილი

„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” პროგრამის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო საკუთრების მართვის სააგენტომ გასაყიდად 10 სახელმწიფო საწარმო გამოიტანა. მათ შორისაა: შპს “ზუგდიდის ფარმაცია” (ს/ნ 219984596) 100% წილი; შპს ,,თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკა” (ს/ნ 204379074) 100% წილი; შპს ,,დეზინფექციის, დეზინსექციის დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხედველობის ცენტრი” (ს/ნ: 211327410) 100% წილი; სს „ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატის“ (ს/კ 219983908) 27 246 აქცია, კომპანიის კაპიტალის 51 ...

Read More »

Social Impact Award 2021 იწყება

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველომ და „თიბისიმ“ ხელი მოაწერს მემორანდუმს, რომელიც ადგილობრივი სტარტაპების, საშუალო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობას, ახალგაზრდების გაძლიერებას, რეგიონებში ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და ბიზნესის განვითარებაში ქალთა ხელშეწყობას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში პირველი თანამშრომლობა უკვე შედგა- Impact Hub Tbilisi, „თიბისისა“ და UNDP საქართველოს მხარდაჭერით, საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამა Social Impact Award-ს იწყებს. როგორც TBC-ის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგის ლიდერმა, ნათია ვაჭარაძემ განაცხადა, ...

Read More »

BAG-ი: წიაღით სარგებლობის მარეგულირებელი ნორმები სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობას უნდა ემსახურებოდეს

საქართველოს ბიზნესასოციაციაში, გარემოს დაცვის კომიტეტის ფარგლებში, წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს, რომელშიც ასოციაციის წევრი უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე გამოიკვეთა ის სისუსტეები, რომლებიც დღეს წიაღის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის შემაფერხებელი გარემოებებია. აღინიშნა, რომ რეგულაციების სათანადო ცვლილების პირობებში ინდუსტრიას შუძლია ეკონომიკური აღდგენისთვის მნიშვნელოვანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და სხვა. გარემოს დაცვის კომიტეტის ფარგლებში, საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრმა კომპანიებმა ...

Read More »

კომუნიკაციების კომისიამ მარტის შემაჯამებელი ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომ სფეროთი დაინტერესებულ საზოგადოებას გასული თვის ComCom დაიჯესტი წარუდგინა. კომისიის განცხადებით, მარტის ComCom დაიჯესტი სატელეკომუნიკაციო სექტორში მიმდინარე მნიშვნელოვან სიახლეებსა და კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მოიცავს. „ComCom დაიჯესტის პირველი მნიშვნელოვანი საკითხი კომუნიკაციების კომისიის ახალ შემადგენლობას ეხება. მარტში საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის ორი ახალი წევრი, ეკატერინე იმედაძე და ნათია კუკულაძე ექვსი წლის ვადით აირჩია. კომისიის ახალ წევრებს ტელეკომსფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ (ვრცლად იხილეთ ...

Read More »

მორიგი რუსული საფრთხე ტურისტული სეზონის და ქართული ღვინის სექტორისთვის

პანდემიით დამძიმებული ეკონომიკა შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დამძიმდეს საქართველო რუსულ ბაზარზე რომ მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, ამის შესახებ „ბანკები და ფინანსებს“ არაერთხელ დაუწერია. დამოკიდებულების ხარისხი იმდენად მაღალია, რომ მთელ რიგ სექტორებს მოიცავს: ენერგეტიკა, ფულადი გზავნილები, ღვინის სექტორი, ტურიზმის სექტორი და ა.შ. რუსეთი რომ საკუთარ ეკონომიკურ პოტენციალს იყენებს როგორც პოლიტიკურ იარაღს, ესეც არახალია და ამის გამოცდილების ადგილობრივი და უცხოური პრაქტიკაც მრავლად არსებობს. ახლო ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი – ჩვენი საბაჟო ინფრასტრუქტურა პანდემიის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვების პირობებშიც განაგრძობს 24-საათიან რეჟიმში მუშაობას

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პანდემიის პირობებში გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტებში კონტროლის პროცედურებს გაეცნო. მინისტრმა შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ლევან კაკავასთან და სამსახურის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დაათვალიერა თბილისში არსებული გაფორმების ეკონომიკური ზონები (,,თბილისი“, ,,თბილისი 2”, გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი“) სადაც ხორციელდება როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო ტვირთების გაფორმების პროცედურები. ასევე, მოინახულა საჰაერო გზით შემოსული ტვირთების მომსახურების ავია-სატვირთო ტერმინალი – „ლასარე“. ...

Read More »