Home » Author Archives: George Kapanadze (page 40)

Author Archives: George Kapanadze

კობა გვენეტაძე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიზეზს განმარტავს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიზეზს განმარტავს. როგორც კობა გვენეტაძემ განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების დასრულების შემდეგ, ფასების საერთო დონე შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით შეეცდება ფასების ზრდა გარკვეულწილად შეარბილოს. „გვაქვს მოლოდინი, რომ სუბსიდირების ეფექტის გაჩერების შემდეგ, ინფლაცია იქნება უფრო მაღალი, ვიდრე გვქონდა თებერვლის ბოლოს და აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – თუ არ გვაქვს სავაჭრო პროდუქტი, არანაირი DCFTA და თავისუფალ ვაჭრობაზე შეთახმება ვერ უშველის

თუ არ გვაქვს სავაჭრო პროდუქტი, არანაირი DCFTA და თავისუფალ ვაჭრობაზე შეთახმება ვერ უშველის – პროდუქცია ფიზიკურად უნდა გვქონდეს, – ეს განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც მინისტრმა ამ კონტექსტში აღნიშნა, ქვეყანაში პრაქტიკულად მომსპარი სასოფლო-სამეურნეო დარგის აღდგენა დაიწყო. “დავიწყეთ უფრო მეტი ქართული პროდუქციის წარმოება, მათ შორის გადამუშავებული ...

Read More »

აფბამ პრემიერმინისტრს იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების გასაჯაროების მოთხოვნით მიმართა

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (აფბა) იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების გასაჯაროების მოთხოვნით საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) თავს არიდებს იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების ჩაშლილი წესით გამოქვეყნებას, რაც  მანიპულაციების და არასწორი დასკვნებისთვის დიდ სივრცეს ტოვებს. ამდენად, აფბა პრემიერმინისტრს სთხოვს, პირადად უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის სისტემური და სრული გასაჯაროვება. აფბას მიმართვას უცვლელად გთავაზობთ. „ბატონო პრემიერო, მოგმართავთ საჯაროდ, რათა ...

Read More »

„მიწის მესაკუთრემ, რომელიც ფლობს მიწას და წლების განმავლობაში არ ამუშავებს, გადასახადი უნდა გადაიხადოს“

„მიწის მესაკუთრემ, რომელიც ფლობს მიწას და წლების განმავლობაში არ ამუშავებს, გადასახადი უნდა გადაიხადოს“, – ამის შესახებ საპარლამეტო უმრავლესობის წევრი ბეჟან წაქაძე აცხადებს. „მიწების რეგისტრაციის პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს და რაღაც რეგულაციებია მისაღები, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს და ვიცოდეთ ქვეყანაში რამდენი გვაქვს მიწის ფონდი. მიწაზე გადასახადი ყველა უნდა გადაიხადოს და ამასთან დაკავშირებით რაიმე შეღავათები არ უნდა იყოს. მიწა გამოყენებადი რესურსია ...

Read More »

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება, – სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქზე“ დაწერა. „ახლახან შევხვდი ფრაქცია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს გაგიკ ცარუკიანს. შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. არჩევნები მიმდინარე წლის 20 ივნისს გაიმართება“- განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის მეგობრული ჟესტი საქართველოს მიმართ გაეროში – ექსპერტების ხედვა ერევნიდან  

Read More »

რა რეგულაციების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ დღეს

საკოორდინაციო საბჭომ რეგულაციების მოხსნის ახალი გადაწყვეტილებები მიიღო. კერძოდ: პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით განახლდება საბავშო-გასართობი ცენტრების ფუნქციონირება;   პირველი აპრილიდან გაიხსნება კინო-თეატრები;   28 მარტს, საქართველო-ესპანეთის მატჩზე მაყურებლების 30%-ს შეეძლება დასწრება;   ძიუდოს გრანდ-სლემზე მაყურებელი დაიშვება 30%-ით;   ხვალიდან, 19 მარტიდან ნებადართულია ცოცხალი მუსიკა საკვებ ობიექტებში. თენგიზ ცერცვაძე – „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში 22 მარტს შემოვა

Read More »

1-ელი აპრილიდან კინოთეატრები მუშაობას განაახლებენ

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, 19 მარტიდან კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა იქნება დაშვებული, პირველი აპრილიდან კი რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კონოთეატრებს. „როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების უმეტესი ნაწილი უკვე შემსუბუქებულია. დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო შეზღუდვების დამატებითი შემსუბუქების გადაწყვეტილება. პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კონოთეატრებს. უკვე ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო-ესპანეთს მაყურებელი დაესწრება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით 28 მარტს საქართველო-ესპანეთის მატჩს მაყურებელი დაესწრება. კოვიდ 19-ის შეზღუდვების შემდეგ წელიწადზე მეტხნიანი პაუზის შემდეგ მაყურებელი სტადიონს ისევ დაუბრუნდება. შეხევდრაზე სტადიონის საერთო ტევადობის 30% გაიხსნება და მატჩზე დასწრებას 15 000 ადამიანი შეძლებს. საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირება 28 მარტს, 20:00-ზე დაიწყება. შეხვედრას ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა უმასპინძლებს. irakli-gharibashvili-saqarthvelo-espaneths-maqhurebeli-daestsreba

Read More »

ნათია თურნავა: ეკონომიკის განვითარებამ ენერგორესურსების განვითარებას სერიოზულად გაუსწრო

„ჩვენი ეკონომიკის განვითარებამ სერიოზულად გაუსწრო ადგილობრივი ენერგორესურსის განვითარებას, ეს დიდი პრობლემაა“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც მინისტრი ამბობს, ეს სხვაობა სწრაფად უნდა აღმოიფხვრას, ამისთვის კი, ჰესების მშენებლობის პროექტები უნდა განხორციელდეს. „აშკარაა, რომ ჰესების მშენებლობის საკითხი საკმაოდ კომპლექსურია, რადგან ცალკეულ შემთხვევაში, არა მარტო მსხვილი ჰესების, არამედ მცირე ჰესების შემთხვევაშიც ჩვენ გვხდება გარკვეული პრობლემები – გარემოსდაცვითი კუთხით, მოსახლეობასთან ...

Read More »

თენგიზ ცერცვაძე – „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში 22 მარტს შემოვა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა 22 მარტს შემოვა. მისივე განცხადებით, საქართველო მიიღებს კიდევ ერთ ძალიან კარგ ვაქცინა „ნოვოვაქსს“, რომლის გაყიდვაც მსოფლიოში ივნისში დაიწყება და საქართველო მისი პირველი მომხმარებელი გახდება. ცერცვაძემ არ გამორიცხა, რომ საერთაშორისო აღიარების მოპოვებისა და ეფექტურობის დადასტურების შემთხვევაში, ქვეყანაში ჩინური ვაქცინაც შემოვიდეს. „ახლა, 22 მარტს შემოვა „ფაიზერის“ პარტია, შემდეგ შემოვა 80 ათასი ისევ „ასტრაზენეკა“, შემდეგ ორმხრივი ...

Read More »