Home » Author Archives: George Kapanadze (page 30)

Author Archives: George Kapanadze

ეროვნული ბანკი საკრედიტო რეესტრს ქმნის – ახალი ვალდებულება ბანკებს

ეროვნული ბანკი, საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანი განხორციელებისა და სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ სავალდებულო ანგარიშგების მარტივად წარდგენის ხელშეწყობის მიზნით, საზოგადოებას საკრედიტო რეესტრის შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ წესის პროექტს წარუდგენს. საკრედიტო რეესტრი მსოფლიო ბანკის სამუშაო ჯგუფთან კონსულტაციების საფუძველზე   შეიქმნა და ის მონაცემთა ბაზაა, რომელიც სესხის გამცემი ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის შესახებ მონაცემებს მოიცავს. ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად შემდეგი მონაცემები წარედგინება: მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები მომხმარებლის ...

Read More »

ISFED-მა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე ჯგუფების შესახებ კვლევას უნდა გადახედოს“ – ანდრია გვიდიანი

8 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე, ანდრია გვიდიანმა „რიონის ხეობის მცველების“ და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, ბევრი ორგანიზაცია ფიქრობდა, რომ გოლეთიანსა და მის თანამოაზრეებს ღირებულებითი ერთობა ამოძრავებდათ. როგორც ანდრია გვიდიანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ერთ-ერთმა დიდმა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ულტრანაციონალისტურ ჯგუფებს რიონის ხეობის მცველების დისკრედიტაციაში ამხელდა თუმცა,  „რიონის ხეობის მცველების“ და ულტრანიციონალისტური ​ჯგუფების ჰომოფობიის ირგვლივ გაერთიანებამ, მათი იდეური მოკავშირეობა დაადასტურა. ...

Read More »

კობა გვენეტაძე ინფლაციის შემცირებას 2022 წლის მარტიდან პროგნოზირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პროგნოზით, 2022 წლის მარტიდან ინფლაციამ შემცირება უნდა დაიწყოს. როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოლოდინები ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით გაუმჯობესებულია, რაც ლარის კურსსაც ეხმარება. „მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ სიტუაციას, მაგრამ გაცილებთ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ პროგნოზში რას ვხედავთ. ჩვენთან, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ინფლაცია უფრო და უფრო დიდი პრობლემა ხდება, რადგანაც ყველგან შეიმჩნევა მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია. ...

Read More »

აბდულაზიზ ფაგი – ამაყი ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებულ მნიშვნელოვან პროექტებში მსოფლიო ბანკის წვლილი უდიდესია

ძალიან ამაყი ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებულ მნიშვნელოვან პროექტებში მსოფლიო ბანკის წვლილი უდიდესია, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პროგრამების ხელმძღვანელმა აბდულაზიზ ფაგიმ ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის ახალი 15 კმ-იანი მონაკვეთის (გურჯაანის შემოვლითი გზის) გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ის, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი საავტომობილო გზის მონაკვეთის გახსნას ვესწრები. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, რომელიც დაასახელა ბატონმა ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი – კახეთში ინფრასტრუქტურასა და გზების მშენებლობაზე 2 მლრდ ლარი დაიხარჯება

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს ასეთი ინტენსიური, აქტიური მუშაობისთვის; მინისტრმა წარმოგვიდგინა გეგმები, რომელთა განხორციელება უკვე დავიწყეთ; მთავარი სიახლეა სრულყოფილი ოთხზოლიანი ავტობანის მშენებლობის დაწყება, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის ახალი 15 კმ-იანი მონაკვეთის (გურჯაანის შემოვლითი გზის) გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კახეთში მთლიანად ინფრასტრუქტურასა და ახალი გზების მშენებლობაზე 2 ...

Read More »

„კრედო ბანკი“ „ფინკა ბანკი საქართველოს“ აქციების 100% წილის მფლობელი გახდა

„კრედო ბანკმა“ FINCA Microfinance Cooperatief U.A.-თან აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რითაც იგი „ფინკა ბანკი საქართველოს“ აქციების 100% წილის მფლობელი გახდა. ამის შესახებ „ერკდოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი ბანკის ცნობით, ტრანზაქცია სრულიად შეესაბამება კრედო ბანკის მისიას, უზრუნველყოს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეთა მდგრადი ფინანსური სერვისებით მომსახურება და ქმნის დიდი სინერგიის შესაძლებლობას. ამ ტრანზაქციის შედეგად, კრედო  ბანკი ხდება რიგით მეექვსე ბანკი ...

Read More »

ევროკომისარი – ჩვენ მზად ვართ გავუკეთოთ მობილიზაცია 17 მილიარდ ევროს აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენისთვის

ჩვენ მზად ვართ გავუკეთოთ მობილიზაცია 17 მილიარდ ევროს აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენისთვის, – ამის შესახებ ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, მობილიზებული დახმარებიდან 2,3 მილიარდი ევრო გრანტის სახით და დანარჩენი კი პროექტებისა და ინვესტიციების სახით იქნება, რომელთაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოიზიდავენ. ევროკომისრის განმარტებით, ევროკავშირის მიერ შემუშავებული ამბიციური ეკონომიკური და ...

Read More »

პოლონეთის რესპუბლიკასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

დღეს საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმებას ხელი მოეწერა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დოკუმენტს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მარიუს მაშკიევიჩმა (Mariusz Maszkiewicz) მოაწერეს ხელი. „აღსანიშნავია, რომ შეთანხმებას აქართველოსა და პოლონეთს შორის აქამდე მოქმედ, ...

Read More »

გიორგი კაპანაძე: ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებამდე დაგეგმილი სამუშაოების გრაფიკი უნდა გასაჯაროვდეს

ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა. მისი აზრით, მხოლოდ ამ გზით, ანუ მიმდინარე პროცესებზე საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლების მხრიდან მონიტორინგით იქნება შესაძლებელი, რომ თუ 2022 წლის 1 იანვარს არა, გვიან გაზაფხულზე მაინც მოხერხდეს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედება. „ჩვენს გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ენერეტიკული ბირჟის მენეჯმენტი დღემდე არ აკეთებს კომენტარს, თუ რა კონკრეტული გეგმა აქვს საიმისოდ, ...

Read More »

ბილაინის აბონენტებისთვის Stingray Karaoke უკვე ხელმისაწვდომია

ბილაინი აგრძელებს საერთაშორისო მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმასთან – Stingray პარტნიორობას და ამჯერად მოხმარებელს ახალ პროდუქტს – Stingray Karaoke-ს სთავაზობს. მხოლოდ ბილაინის აბონენტები შეძლებენ ისარგებლონ განსაკუთრებული შეთავაზებით. კერძოდ, არსებულ Stingray Music-ის პროდუქტთან ერთად, გაიაქტიურონ ახალი პროდუქტი – Stingray Karaoke. შეთავაზების ფარგლებში აბონენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი პაკეტები: 1GB + Stingray Karaoke (ვადა: 1 კვირა – ფასი: 2₾) 3GB + Stingray Karaoke (ვადა: 1 ...

Read More »