Home » Author Archives: George Kapanadze (page 3)

Author Archives: George Kapanadze

ეროვნული ბანკი – ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას 2021 წელსაც გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად, ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას 2021 წელსაც გააგრძელებს,- ამის შესახებ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა. ამასთან, ეროვნული ბანკი 2020 წლის მარტში გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების მოთხოვნის აღდგენის დაწყების თარიღს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ...

Read More »

ექსპლუატაციაში შესვლამდე შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგება შესაძლოა აიკრძალოს

თბილისის მერიის მიერ, საქართველოს პარლამენტში „სამშენებლო ამნისტიის“ შესახებ წარდგენილი საკანონდებლო პაკეტის მესამე ნაწილი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში შესვლის საკითხს ეხება. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კანონში 2009 წელს შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, დაშვებულია შენობა-ნაგებობების გამოყენება და მასში ცხოვრება, მის ექსპლუატაციაში მიღებამდე, თუმცა წარდგენილ კანონპროექტით აღნიშნული იკრძალება. „კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას“, – განაცხადა კალაძემ. ...

Read More »

სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც დარღვევების გამო მშენებლობას არ შეაჩერებენ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ

თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტმა რამდენიმე წლის წინ სამშენებლო დარღვევებზე ჯარიმების რაოდენობა გაიზარდა, ახლა კი კანონი უფრო მკაცრდება. „რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა გარკვეული ეფექტი, მაგრამ ფაქტია, რომ ვდგავართ სამშენებლო კომპანიების მხრიდან შეგნებული და მიზანმიმართული დარღვევებისა და მათგან გამოწვეული პრობლემების პირისპირ და სწორედ ამიტომ შემოგვაქვს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. კერძოდ, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მშენებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა ...

Read More »

ჯო ბაიდენის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში – შეშფოთებულები ვართ ნიკა მელიას დაპატიმრებით, მხარეებს მოვუწოდებთ, მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მხარეებს მოუწოდებს, დიალოგის რეჟიმს დაუბრუნდნენ. „შეშფოთებულები ვართ საქართველოში ნიკა მელიას დაპატიმრებით. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად თავიდან აიცილონ ესკალაცია და მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ“, – წერს ჯეიკ სალივანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

Read More »

Bloomberg – ამ ტემპით პლანეტის მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას 5.1 წელი დასჭირდება

Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 88 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე 213.6 მილიონამდე ადამიანი აიცრა. გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6.1 მილიონამდე ადამიანს უტარდება, შედეგად კი პლანეტის მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას 5.1 წელი დასჭირდება. ყველაზე მეტი – 65 მილიონი ვაქცინა აშშ-ში გაკეთდა. მე-2 ადგილზე ჩინეთია 40.5 მილიონი ვაქცინირებულით. ევროკავშირში საერთო ჯამში ვაქცინაცია 27.9 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. ყველაზე ...

Read More »

„თიბისი ბანკმა“ გარემოსდაცვითი მართვის სისტემის სერტიფიკატი – ISO 14001:2015 მიიღო

„თიბისი ბანკმა“ გარემოსდაცვითი მართვის სისტემის სერტიფიკატი, ISO 14001:2015 მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი ბანკი“ ავრცელებს. როგორც „თიბისისში“ აღნიშნავენ, ეს აღიარება ადასტურებს, რომ „თიბისის“ გარემოსდაცვითი სისტემა საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად იმართება. სერტიფიკატის მიღებამდე, „თიბისიმ“ მასერტიფიცირებელი აუდიტის რამდენიმე ეტაპი წარმატებით გაიარა. „გვეამაყება, რომ „თიბისი“ ქვეყანაში პირველი კომპანიაა, რომელმაც გამოწვევებით სავსე რეალობის პარალელურად, სერტიფიცირების აუდიტის პროცესი დისტანციურად გაიარა და წარმატებით გაართვა ...

Read More »

2021 წლის იანვარში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 113,368 მლნ ლარი შეადგინა

2021 წლის იანვარში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 113,368 მლნ ლარი შეადგინა. ეს კი თითქმის 13 მლნ ლარით მეტია წინა თვესთან და 17,3 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2020 წლის იანვარში კომერციული ბანკების წმინდა მოგება იყო 96,026 მლნ ლარი, დეკემბერში კი 100,7 მლნ ლარი. ამასთან, სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარში ბანკებმა 453,052 მლნ ლარის ...

Read More »

სუბარი აშშ-ს საელჩოს: რაც არის შიდა ტერორიზმი ამერიკაში, შიდა ტერორიზმია საქართველოშიც

„ნამდვილად არ არის სასიამოვნო განცხადება, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა მის შინაარსს თუ ცალკეულ ასპექტებს”, – ასე შეაფასა ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს განცხადება. „არ არის სასიამოვნო, როდესაც მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა და მისი საელჩო აკეთებს ასეთ განცხადებას, თუმცა, თავს ნებას მივცემ, არ დავეთანხმო ამ განცხადების ასპექტებს – ის, რაც არის შიდა ტერორიზმი შეერთებულ ...

Read More »

ინვესტორებს კარი დავუკეტეთ – ეკონომიკა პოლიტიკური არასტაბილურობის და კოვიდკრიზისის მარწუხებში

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა ეკონომიკაზე მძიმე გავლენას ახდენს, მით უმეტეს, პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე. დისტრიბუტორთა ასოოციაციაში მიიჩნევენ, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პროდუქტების კიდევ უფრო გაძვირების ერთ-ერთი წინაპირობაა. გაერთიანების ხელმძღვანელი, ივა ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ მიმდინარე პროცესების შედეგებს მომატებული ფასების თვალსაზრისით მოსახლეობა რამდენიმე დღეში დაინახავს. „გაძვირებულია საწვავი, ასევე მომატებულია ფასები გაზსა და ელექტროენერგიაზე. ჯამში ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება პროდუქტების ფასზე, რასაც სულ რამდენიმე ...

Read More »

ლაშა ნაცვლიშვილი – „ნაციონალური სიმსივნე“ ოცი წელია, ჯიჯგნის ჩვენი სამშობლოს სხეულს და უნდა ამოიკვეთოს, POSTV ამ ბრძოლაში წინა ხაზზე იქნება

ტელეკომპანია POSTV მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, – აცხადებს ტელეკომპანიის ხელმძღვანელი ლაშა ნაცვლიშვილი. როგორც ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ნაციონალური სიმსივნე“ ოცი წელია, ჯიჯგნის ჩვენი სამშობლოს სხეულს და უნდა ამოიკვეთოს, POSTV ამ ბრძოლაში წინა ხაზზე იქნება“. „POSTV მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადადის! ჟურნალისტი, პირველ რიგში, ამ ქვეყნის მოქალაქეა და აქვს უპირობო ვალდებულება, გააკეთოს მკაფიო არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის. ნაციონალური სიმსივნე, რომელიც ოცი ...

Read More »