Home » Author Archives: George Kapanadze (page 20)

Author Archives: George Kapanadze

JPMorgan-ი ძვირფასი ლითონების ფასების მანიპულირებისთვის მილიარდიან ჯარიმას გადაიხდის

როგორც CNBC საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ამერიკული ბანკი JPMorgan Chase გადაიხდის თითქმის 1 მილიარდი დოლარის ჯარიმას, რათა მოაგვაროს შტატების ფედერალური ხელისუფლების მოთხოვნები ძვირფასი ლითონებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე მანიპულაციებში მონაწილეობის გამო. წყაროს ინფორმაციით, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება შესაძლოა, ამ კვირაშივე გაკეთდეს. გამოცემის თანახმად, საუბარია ნიუ-იორკის, ლონდონისა და სინგაპურის ბროკერების ჯგუფზე, რომლებიც ფასებით მანიპულირებდნენ ძვირფასი ლითონებსა და საფონდო ბირჟებზე. აღსანიშნავია, რომ ...

Read More »

ტურისტებისთვის COVID-დაზღვევა შესაძლოა სავალდებულო გახდეს

საქართველოში შესაძლოა, ტურისტებისთვის სავალდებულო კოვიდ-დაზღვევა ამოქმედდეს. როგორც დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა განაცხადა, მოლაპარაკებები მთავრობასთანაც მიმდინარეობს. “ეს არ არის მარტივი პროდუქტი. ბევრი ტექნიკური დეტალი და ნიუანსია გასათვალისწინებელი. არაერთი უწყება არის ჩართული პროცესში,” – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე რთულია იმის პროგნოზირება თუ როდიდან შეიძლება ამოქმედდეს სავალდებულო კოვიდ-პაკეტები.

Read More »

ქუთაისის თიზ-ში 2021 წლიდან პლასტმასის ქარხნის მშენებლობა დაიწყება

ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში (თიზ) 2021 წლიდან პლასტმასის ქარხნის მშენებლობა დაიწყება. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ზონის ხელმძღვანელი სოსო ნიბლაძე ამბობს, ქარხანაში 120-150 ადამიანი დასაქმდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები, რომელზე მუშაობაც წლის ბოლომდე დასრულდება. „მშენებლობის ნაწილი გარკვეულწილად დაწყებულია, თუმცა ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ ინვესტორ კომპანიას გადასცა მზა შენობა გრძელვადიანი საიჯარო კონტარაქტით, შესაბამისად, კომპანია ამ ეტაპზე გარე სასაწყობე მეურნეობის ინფრასტრუქტურას მოაწყობს,“ – ...

Read More »

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა და მისი გადამდებლობა გაიზარდა – ბიძინა კულუმბეგოვი

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა და მისი გადამდებლობა გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს. მისივე თქმით, მიუხედავად ვირუსის მუტაციისა, არ არის სამედიცინო მტკიცებულებები, რომ ახალი კორონავირუსი შესუსტდა ან პირიქით. კულუმბეგოვის განცხადებითვე, ვირუსს აქვს სპეციალური სპაიკ-ციკლები ანუ მოჭიდების ელემენტები, რაც ზრდის ალბათობას, რომ კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა უფრო მარტივად ხდება. „ბიოსამედიცინო მეცნიერებები და ტექნოლოგიები ახლა უპრეცენდენტოდ აჩქარებულია, მაგრამ სამწუხაროდ, არ დასტურდება ის ...

Read More »

„მათრახი ყოფილა საჭირო!“ – „სილქნეტის“ ერთ-ერთი მმართველი გაფიცულ თანამშრომლებს ემუქრება

კომპანია „სილქნეტის“ 97-მდე თანამშრომლიდან 83 გაიფიცა. მათი ნაწილი სამსახურში დღეს გამოცხადდა, მეორე ნაწილი კი სამსახურის გაცდენის გამო, „გაათავისუფლეს”. თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ამ კომპანიის დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის მსგავსი დაპირისპირება ხდება. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში კომპანია არაერთმა პირმა დატოვა. სოლიდარობის ქსელი „სილქნეტის“ თანამშრომლებს შორის მიმოწერას ავრცელებს, სადაც კომპანიის მმართველი რგოლის წარმომადგენელი „შეცდომას“ ...

Read More »

აჭარაში დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება

აჭარაში, დღეიდან, საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება. როგორც ცნობილია, 25 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაც აიკრძალა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, აჭარაში სასწავლო პროცესის განახლება და აღნიშნული სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა მაშინ მოხდება, როდესაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება. თამარ გაბუნიას თქმით, შეზღუდვები არის ბაზისური, რომელიც მობილობას გარკვეულწილად შეამცირებს, რაც აისახება ეპიდემიის გავრცელებაზე და სტაბილიზაციის ეფექტი ექნება.

Read More »

„ყველაზე დიდი პრობლემა ეროვნული ბანკის უსუსურობაა – ლარის კურსის რყევის გამო, 1 კვირაში გაყიდვები განახევრდა“

„ბოლო 1 კვირის განმავლობაში რითეილ სექტორს ლარის კურსის რყევების გამო რეალიზაცია 50%-ით შეუმცირდა“. ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. ცნობისთვის, „აი სი არ ჯგუფი“ ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის 80-მდე საერთაშორისო ბრენდს, კვების ობიექტებს და 400-მდე მაღაზიას აერთიანებს. „ბოლო 10 დღის განმავლობაში, როცა ლარმა ასეთი ცვლილება განიცადა, იმ წუთშივე ...

Read More »

ვითიბი ბანკსა და იტალიის საელჩოს შორის 9 წლიანი თანამშრომლობა კიდევ 1 წლით გაგრძელდა

ვითიბი ბანკსა და საქართველოში იტალიის საელჩოს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ვითიბი ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს საელჩოს მიერ, 2020 – 2021 წლებში, საქართველოში, ორგანიზებულ კულტურულ ღონისძიებებს.  აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს იტალიური კულტურის გაცნობას საქართველოს მოსახლეობისთვის და მის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას.  ვითიბი ბანკი, 2011 წლიდან არის იტალიის საელჩოს მხარდამჭერი. ამ თანამშრომლობის შედეგად არაერთი მნიშვნელოვანი და საინეტერესო ღონისძიება ჩატარდა,  გამოფენები: „მიქელანჯელო და სიქსტეს ...

Read More »

მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, დაანებოს თავი უსაზღვრო ოდენობით რეფინანსირების სესხის გაცემას – რომან გოცირიძე

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ეკონომიკასთან მიმართებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამოსასვლელად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. „მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ გამოეყენებინა 5 მილიარდი ფული საარჩევნო მანიპულირებისთვის, ნაცვლად ხალხის მხარდაჭერისა. მთავრობას, რომელსაც დიდი დრო და რესურსი ჰქონდა უცხოეთის დახმარების სახით, ვერც ლარს მოუარა და ვერც პანდემია აიცილა თავიდან, ლარიც გაექცა და ...

Read More »

200 000 სამუშაო ადგილი ვერ შეიქმნა, მაგრამ ათეულობით ათასი შეიქმნა – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე “ღამის კურიერის” ეთერში ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე ისაუბრა. “ღამის კურიერის” წამყვანმა ეთერში “საქსტატის” მონაცემები წაიკითხა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2016 წელს “ქართული ოცნების” დაპირებული 200 000 სამუშაო ადგილის ნაცვლად, -27 100 სამუშაო ადგილია. ირაკლი კობახიძე აღნიშნულ მონაცემებს არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ათეულობით ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა მაჩვენებელი, ...

Read More »