Home » Author Archives: George Kapanadze (page 2)

Author Archives: George Kapanadze

“საქსტატის“ მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 3.6% შეადგინა

“საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, „საქსტატის“ ინფორმაციით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.3 პროცენტით განისაზღვრა. ამასთან, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ...

Read More »

„თიბისი“ კაპიტალი Global Finance-მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემამ – Global Finance, „თიბისი“ კაპიტალი საქართველოში 2021 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. გამოცემამ წელს 22-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. როგორც „თიბისიში“ აცხადებენ, Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ ჟიურისთან ერთად, 2020 წლის განმავლობაში როგორც დაგეგმილი, ასევე დასრულებული გარიგეგები განიხილეს და გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინეს: ბაზრის წილი, გარიგებების ...

Read More »

იურიდიულ პირები პროკრედიტ ბანკში დისტანციურად გახსნიან ანგარიშებს

პროკრედიტ ბანკი იურიდიული პირებს  დისტანციურად ანგარიშის გახსნას სთავაზობს. მომხმარებლებს ინოვაციური ვიდეო იდენტიფიკაციის მეშვეობით, ბანკში მიუსვლელად ანგარიშის და სერვისებს დარეგისტრირების შესაძლებლობა ეძლევათ, რაც ფილიალში ვიზიტის საჭიროებას სრულად ანაცვლებს ტექნოლოგიური ალტერნატივით. მნიშვნელოვანია, რომ სერვისის გამოყენებით მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერი ადგილიდან განახორციელოს იდენტიფიკაციის პროცესი ვიდეო ზარის მეშვეობით. ზარის წამოსაწყებად საჭიროა მარტივი პროცედურის გავლა, თანამედროვე მობილური ტელეფონი, ან კამერითა და მიკროფონით აღჭურვილი კომპიუტერი, კავშირი ინტერნეტთან. ...

Read More »

COVAX პლატფორმაზე “ასტრაზენეკას” დოზებისთვის თანხა უკვე გადაირიცხა – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს COVAX პლატფორმაზე თანხა უკვე გადაირიცხა და მისივე თქმით, ეს სწორედ “ასტრაზენეკას” დოზებისთვის არის განკუთვნილი. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ის რაზეც თავიდან იყო შეთანხმება COVAX პლატფორმისგან  ვაქცინის დოზებზე, მარტის ბოლოსკენ მისი მოწოდება მაინც მოხდება. “დღეს “იუნისეფისა” და NCD-ის მხრიდან COVAX პლატფორმაზე თანხა გადაირიცხა. ჩვენ გამოვიყენეთ “იუნისეფის” პლატფორმა იმისათვის, რომ მოწოდება განხორციელდეს. ეს იყო COVAX-ის დამატებითი რეგულაცია, რომელიც მათ ჩადეს შუალედურ რგოლად მოლაპარაკებებში, რისი წინაპირობაც თავიდან არ ყოფილა. სწორედ ამის ...

Read More »

ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში პირველად იმყოფება ევროპის საინვესტიციო ბანკის  (EIB) პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერი  (Werner Hoyer). დღეს, სტუმარი მიიღო ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.  შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის ...

Read More »

ეკონომიკური კრიზისები – ბიზნესმენის რჩევები ბიზნესს

ბიზნესს საქართველოში არაერთი პრობლემა აქვს, რაც ეკონომიკური კრიზისის დროს კიდევ უფრო მწვავდება. ასე იყო 2008 წელსაც, როცა მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს რუსეთ-საქართველოს ომიც დაემთხვა. თუ 2008 წლამდე საქართველოს ეკონომიკა 8-9%-ით იზრდებოდა, კრიზისის შემდეგ დაღმასვლა განიცადა. ეკონომიკის ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი 2%-მდე ჩამოვიდა. როგორ გადაურჩნენ კრიზისს მაშინ ადგილობრივი კომპანიები და რა უნდა გაითვალისწინონ მომავალში იმისთვის, რომ მძიმე პერიოდი ნაკლები დანაკარგებით გაიარონ? საკუთარ ...

Read More »

“უ_ჰესოდ საქართველო კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება იმპორტირებულ, ძვირადღირებულ ელენერგიაზე”

საქართველოს ბიზნესასოციაციის იურიდიული დირექტორი ნიკა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს ეხმიანება. ის წერს, რომ ამ შემთხვევაშ მნიშნელოვანია ადამიანებს, რომლებიც აქციას მართავენ ჰესების მშენებლობის მნიშნელობა აუხსნან. “ყველა ადამიანს აქვს უფლება: 1. იცოდეს სიმართლე 2. გააკეთოს არჩევანი სიმართლის არცოდნა აპრიორი გამორაცხავს არჩევანის გაკეთების უფლებას “არა ჰესებს” კამპანია ამის ცოცხალი მაგალითია სიმართლე კი შემდეგია: ა) დიახ, ჰესებს აქვთ გავლენა კლიმატზე ბ) ...

Read More »

თორნიკე შარაშენიძე – რომ არა ეს ფობიები ხუდონჰესი აშენდებოდა და 90-იანებსაც შედარებით ადამიანურად გავივლიდით

ისევ ჰესებზე. კარგად მახსოვს როგორ დაიბლოკა ხუდონჰესის მშენებლობა. ყველაფერი მზად იყო – პროექტი, ფული (ცენტრალური ბიუჯეტიდან, ანუ მოსკოვიდან). მაგრამ ატეხეს ერთი ვაი-უშველებელი მწვანეებმა (ჟვანია) და ეროვნულმა მოძრაობამ. და, მოდი ვთქვათ სიმართლე. ვაი-უშველებელი იმდენად ეკოლოგიის გამო კი არ ატყდა, რამდენადაც იმის გამო რომ ხუდონჰესი “არაქართველ” სპეციალისტებს უნდა აეშენებინათ (ალბათ ძირითადად რუსებს) და მავანს ეშინოდა ისინი საქართველოში არ დასახლდნენო. რომ არა ეს ...

Read More »

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა კომუნიკაციების კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე მხარი ნათია კუკულაძისა და ეკატერინე იმედაძის კანდიდატურებს დაუჭირა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კომუნიკაციების კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე მხარი ნათია კუკულაძისა და ეკატერინე იმედაძის კანდიდატურებს დაუჭირა. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომუნიკაციების კომისიაში ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევ კანდიდატურებს მოუსმინეს. კომისიაში არსებულ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პრეზიდენტის მიერ ექვსი კანდიდატი იყო წარდგენილი. კერძოდ, პარლამენტისთვის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი იყო ეკატერინე იმედაძის, ივანე მახარაძისა ...

Read More »

საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას განაგრძობს. პანდემიით დაზარალებული კომპანიების ზარალის შესამსუბუქებლად და მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ბანკმა დამატებითი შესაძლებლობა შექმნა. იმისათვის რომ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მდგომმა ბიზნესმა საქმიანობის კვლავ განახლება და კომპანიის გადარჩენა შეძლოს, საქართველოს ბანკი მათ ახალ სესხზე სამთვიან საშღავათო პერიოდს, მიმდინარე ფინანსური ვალდებულებაზე კი გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს. უფრო დეტალურად კი, ბანკის პარტნიორი ბიზნესებისთვის შეთავაზება ახალ ...

Read More »