Home » Author Archives: George Kapanadze (page 12)

Author Archives: George Kapanadze

“ნებისმიერ კომპანიას, რომელიც თვლის, ირღვევა კონკურენციის რომელიმე პრინციპი ან ვინმე ძალაუფლებას იყენებს მის წინააღმდეგ, მოგვმართოს”

კონკურენციის ეროვნული სააგენტო USAID-ის მხარდაჭერით ორგანიზაციულ და საკომუნიკაციო სტრატეგიას შექმნის. ამის შესახებ “ბიზნესკურიერის” ეთერში საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა სიახლეებსა და კანონში ცვლილებებზე, რაც კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში ხორციელდება. ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ 2020 წელი კონკურენციის სააგენტოსთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. „მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელი იყო გამორჩეული და მნიშვენლოვანი წელი. გამომდინარე იქიდან, რომ მიღებულ იქნა 2 კანონმდებლობა, რომელიც ძალაში შევიდა 2021 წლის 1-ელი იანვრიდან. ეს იყო ...

Read More »

მიხეილ სააკაშვილი – სტუმარს უნდა მოეპყრო, როგორც სტუმარს, მტერს – როგორც მტერს, რა სტუმარია?! ეს სტუმარი არ არის! პოზნერი ძველი „კაგებეშნიკია“, საქართველოს დაუძინებელი მტერი!

„ბოტებს“ დავალება მისცეს, აბა, სააკაშვილმა, რომ ჩამოიყვანა სობჩკი? სობჩაკი პუტინის წინააღმდეგ მებრძოლია მთელი ეს წლები. თქვე საცოდავებო, რამდენი უნდა მომეზომოთ, რამდენი უნდა მედავოთ. ამდენი წელია საქართველოში არ მიშვებთ და კიდევ მე მეზომებით?!“- ასე მიმართავს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას ვიდეო მიმართვაში, სადაც ის რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის, თანმხლებ პირებთან ერთად საქართველოში ჩამოსვლას გამოეხმაურა. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, სტუმარს უნდა მოეპყრო, როგორც სტუმარს, მტერს-როგორც მტერს. ...

Read More »

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი „კომენდანტის საათის“ გადაწევას და შაბათ-კვირას სარესტორნო ბიზნესისთვის შეზღუდვების მოხსნას ითხოვს

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე „კომენდანტის საათის“ გადაწევას და შაბათ-კვირას სარესტორნო ბიზნესისთვის შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. როგორც შოთა ბურჯანაძე აღნიშნავს, დღეს არსებული შეზღუდვები სარესტორნო ბიზნესს გარკვეული პრობლემების წინაშე აყენებს. „ვინც გახსნა ობიექტი ისევ დახურვაზე ფიქრობს, რადგანაც განვითარებას და პერსპექტივას ვერ ხედავს. ამ ეტაპზე, საზოგადოება და ბიზნესი, ქაოტურ რეჟიმში, თავად ახერხებს გადაადგილებას, რომელიც ურთულესია. რეგულაციების ფარგლებში შაბათ-კვირას რესტორნების გახსნა, ასევე „კომენდანტის საათის“ მინიმუმ ...

Read More »

გერმანული მხარის გადაწყვეტილებით, სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა 500-ის ნაცვლად, საქართველოს 5000 მოქალაქეს მიეცემა

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმებას საქართველოს 5000 მოქალაქე შეძლებს. ამის შესახებ გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს ვებ-გვერდზეა ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოჩენილი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მოხდა. გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ საქართველოს პირველ მოქალაქეებს უკვე 2021 წლის მაისში ელოდებიან. ცნობისთვის, ამ დრომდე გერმანიაში ლეგალურად დასაქმების უფლება საქართველოს 500-მდე მოქალაქეს ჰქონდა. გერმანიაში დასაქმების სურვილი უკვე 97 ...

Read More »

შე მართლა “ხუილო”, იმ ხალხს ვეუბნები, ვისაც ჰგონია, რომ “ხუილოს” ძახილით ქვეყანა ერთიანდება – ირმა ინაშვილი

შე მართლა “ხუილო”, იმ ხალხს ვეუბნები, ვისაც ჰგონია, რომ “ხუილოს” ძახილით ქვეყანა ერთიანდება – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მსგავსი ქმედებები, რაც ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტს მოჰყვა, ქართველის ბუნებას, ტრადიციებსა და ზნეობას ეწინააღმდეგება. “ამას აკეთებს საქართველოში უმცირესობის უმცირესობის უმცირესობის უმცირესობა. ძალიან პატარა და ვიწრო ჯგუფი, ამ ჯგუფის წინა პლანზე, გავრილოვის ეპიზოდშიც ასე ვნახე და პოზნერთან დაკავშირებითაც ასე ...

Read More »

თამარ გაბუნია – წამალზე ფასის მატება ძალიან საყურადღებოა

ფასების ნამატი ჩვენთვის ყველაზე თვალსაჩინო იყო ფარმაცევტულ პროდუქციაზე, რაც თავისთავად პრობლემურია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სექტორში ფასების 21.3 პროცენტით გაიზარდასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ფასების მატების გამო საჭირო გახდა ჯანდაცვის პროგრამებში გარკვეული კორექტივების შეტანაც, რათა მოსახლეობას ხელმისაწვდომობის პრობლემა არ შექმნოდა. „ფასების ნამატი ჩვენთვის ყველაზე თვალსაჩინო იყო ფარმაცევტულ პროდუქციაზე, რაც თავისთავად პრობლემურია.  ჩვენ მოგვიხდა ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამაშიც ...

Read More »

BAG ინდექსის ფარგლებში გამოკითხული კომპანიების 51% აცხადებს, რომ 2021 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები 2020 წელთან შედარებით გაიზრდება

BAG ინდექსის ფარგლებში გამოკითხული კომპანიების 51% აცხადებს, რომ 2021 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები 2020 წელთან შედარებით გაიზრდება,- ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, განხორციელებული ინვესტიციების კლებას გამოკითხულთა მხოლოდ 11% პროგნოზირებს. რაც მიუთითებს, რომ საინვესტიციო აქტივობა მიმდინარე წელს სავარაუდოდ გაიზრდება. თუმცა ჯერ საგრძნობლად ჩამორჩება იმ ტემპს, რომელიც პანდემიამდე არსებობდა. როგორც კვლევაშია ნათქვამი, 2020 წელს, პანდემიის თანამდევი სირთულეების გავლენა ...

Read More »

გიორგი კაპანაძე: ესკოსგან საბოლოო პასუხს 10 დღეში ველოდებით

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ კიდევ დაელოდება ესკოსგან მოთხოვნილი ინფორმაციის მიღებას, რაც 2016-2021 წლებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩაშლილი ტარიფებით  მოწოდებას შეეხება. ამასთანავე, დავაკვირდებით რა ფორმატით გაასაჯაროვებს იგი მარტში შეძენილი ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაციას. ამჯერად მაინც თუ მიაწვდის საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას და შემდეგ მივიღებთ ჩვენს გადაწყვეტილებებს. ამის შესახებ აფბას ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ Pia.ge-ს განუცხადა. გიორგი კაპანაძეს ესკოსთან მიმდინარე შეუთანხმებლობის თაობაზე რამდენიმე კითხვით მივმართეთ. ...

Read More »

ჰარცელი ევროპარლამენტარების განცხადებაზე: საქართველოში მათ გზავნილებს სერიოზულად უნდა მიუდგნენ

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპარლამენტარების გზავნილები საქართველოში სერიოზულად უნდა იყოს აღქმული, რადგან ხელმომწერები წამყვანი ევროდეპუტატები არიან, რომელთაც სხვადასხვა როლი აქვთ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის გზაზე. “ვერ ვისაუბრებ ევროპარლამენტის, ან მისი ცალკეული წევრების სახელით. უბრალოდ ვიტყვი, რომ მოდის ცხადი გზავნილები. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლები, როცა საკითხი შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, ასე რომ ამ გზავნილებს სერიოზულად ...

Read More »

„ოპოზიციის ქმედებები, უკომპრომისობა, რადიკალიზაცია ზუსტად იქეთაა მიმართული, რომ ეკონომიკას პრობლემები შეექმნას და ჩამოიშალოს“

რატომ უფასურდება ლარი? – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ეკონომიკის საკითხების ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ გააკეთა. „დღეს ძალიან ბევრ ადამიანს, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს ლარის კურსის რყევა აღალვებთ და აწუხებთ. ბუნებრივია, როცა ლარი უფასურდება, ეს ბიზნესისთვის, ადამიანებისთვის სასურველი არ არაა, პირველ ყოვლისა კი, მათთვის, ვისაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვს აღებული. ბუნებრივია, ამ დროს მომსახურების ტვირთი ძვირდება. ეს ეკონომიკისთვისაც არ ...

Read More »