Home » Author Archives: George Kapanadze (page 1155)

Author Archives: George Kapanadze

ამერიკის მთავრობა აღიარებს, რომ კანაფი კიბოს უჯრედებს კლავს

ამერიკის მთავრობა აღიარებს, რომ კანაფი კიბოს უჯრედებს კლავს

მრავალწლიანი ცდებისა და გამოკვლევების შემდეგ, ამერიკის მთავრობა მივიდა დასკვნამდე რომ კანაფი კიბოს უჯრედებს კლავს და მის განვითარებას უშლის ხელს. ამერიკელი კონსპირატოლოგები და მეცნიერები დარწმუნდნენ რომ კანაფის მოხმარება სამედიცინო თვალსაზრისით სარგებელი მოაქვს. „კანაფის აქტიური ინგრედიენტები სიმსივნური უჯრედების სიკვდილს იწვევენ და ზრდაში ხელს უშლიან“, – თვლიან ამერიკის მთავრობის ჯანდაცვის სპეციალისტები. მათი აზრით, თაგვებსა და ვირთხებზე ცდების ჩატარებამ აჩვენა, რომ კანაფს შეუძლია გაანადგუროს ...

Read More »

მცირებიუჯეტიანი იდეები ბიზნესისთვის

მცირებიუჯეტიანი იდეები ბიზნესისთვის

მცირებიუჯეტიანი იდეები, რომლითაც შეძლებთ წამოიწყოთ საკუთარი ბიზნესი 1. ფასდაკლებების ინტერნეტ-საიტი, ფასდაკლების ბარათების შეთავაზებით დრობითი მოხმარების პირობით, სასაჩუქრე ბარათების გაცვლა და გაყიდვა. 2. სამახსოვრო მედალიონების დამზადება ახალშობილებისთვის, მათი ხელის ანაბეჭდით თაბაშირისგან აქსესუარების დამზადება, გაფორმება და ჩარჩოში ჩასმა. 3. სუვენირების მაღაზია, ადგილობრივი ოსტატების მიერ დამზადებული ნივთების გაყიდვა (მ/შ ინტერნეტითაც). 4. კორპორატიული ან მდიდარი კლიენტებისთვის ჟურნალების, ბარათების დამზადება სხვადასხვა სამახსოვრო ან საიუბილეო თარიღისთვის. 5. საყოფაცხოვრებო ტექნიკის, საბავშვო ...

Read More »

ქვეყნები, რომლებიც მცირე მეწარმეობას ხელს უწყობენ, სწრაფად ვითარდებიან

ქვეყნები, რომლებიც მცირე მეწარმეობას ხელს უწყობენ, სწრაფად ვითარდებიან

ქვეყნები, რომლებიც მცირე მეწარმეების მუშაობას ხელს უწყობს, სწრაფად ვითარდება,  ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) „მცირე ბიზნესის ინიციატივის“ ხელმძღვანელმა კლაუდიო ვიეცოლიმ ბრიტანულ გამოცემა Financial Times-თან სტატიაში განაცხადა. „ეს საქართველოსა და სხვა იმ ქვეყნებს ეხება, რომლებსაც ესმით, რომ სიმდიდრე და ზრდა ადამიანების მიერ საქმეში ფულის ჩადების რისკის შედეგად მოდის”, – ამბობს ვიეცოლი. მისივე თქმით, იმ ქვეყნებში, რომლებსაც რთული ადმინისტრაციული სისტემები აქვთ, ...

Read More »

2012-2015 წლებში ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 84%-ით გაიზარდა

2012-2015 წლებში ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 84%-ით გაიზარდა

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა დიდი მიღწევაა. 2012-2015 წლებში ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 84%-ით გაიზარდა.  ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უცხოურ ბაზარზე ქართველი მეწარმეების გასვლის მიმართულებით მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობაა. “ამან შესაძლებლობა მოგვცა ხუთას მილიონიანი ბაზარი გახსნილიყო ჩვენს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციისა და სერვისებითვის. 2015 წლის 11 თვის განმავლობაში ევროკავშირში ექსპორტი 6%-ით გაიზარდა. 2012-2015 წლების ...

Read More »

პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პარლამენტს კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარუდგინა

პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პარლამენტს კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პარლამენტს კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარედგინება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტმა კობა გვენეტაძის კანდიდატურა ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩეული და შეფასებული 3 კანდიდატიდან დაასახელა. “საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს გიორგი ქადაგიძეს მიმდინარე წლის 25 თებერვალს უფლებამოსილების ვადა ეწურება. მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს ახალი წევრი უფლებამოსილების განხორციელებას დროულად ...

Read More »

არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ბედნიერების მინისტრი ეყოლება

არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ბედნიერების მინისტრი ეყოლება

ნავთობით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანაში – არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბედნიერების მინისტრის პოსტი შეიქმნება. ქვეყნის პრემიერის შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის განცხადებით, სახელმწიფო მინისტრი ბედნიერების საკითხებში მოქალაქეების ბედნიერების უზრუნველყოფაზე იმუშავებს. “შეიქმნება ახალი პოზიცია, ბედნიერების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, რომელიც სოციალური სიკეთეებისა და კმაყოფილების კუთხით მთავრობის პოლიტიკაზე იმუშავებს”, – დაწერა ქვეყნის პრემიერმა “ტვიტერზე”. გასულ კვირას შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდმა “ტვიტერზე” ასევე დაწერა, ...

Read More »

,,ეს იქნება წარმოუდგენელი პროექტი, მსგავსი რამ ქართული ფეხბურთისთვის 25 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა”

,,ეს იქნება წარმოუდგენელი საფეხბურთო პროექტი, მსგავსი რამ ქართული ფეხბურთისთვის 25 წლის განმავლობაში არ ყოფილა"

ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის 265 მილიონი ლარი დაიხარჯება საქართველოში ქალთა შორის საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდება ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ გახდა. მან პრეზიდენტად არჩევისთანავე ფედერაციაში რეფორმების განხორციელება დაიწყო და საზოგადოებას საკუთარი ხედვებიც გააცნო. პრეზიდენტი კობიაშვილი ეროვნული ნაკრების მწვრთნელთან, კახა ცხადაძესთან, დაპირისპირებაში აღმოჩნდა. მიზეზი – ფინანსურ საკითხებზე შეუთანხმებლობა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიქმნებოდა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი. რამ ...

Read More »

რამდენი დაუჯდა სამეფო კარის თამაშებს ლენა ჰიდის გაშიშვლება

რამდენი დაუჯდა სამეფო კარის თამაშებს ლენა ჰიდის გაშიშვლება

სულ ცოტაღა რჩება სამეფო კარის თამაშების მომდევნო სეზონის გამოსვლამდე. იქამდე კი გავიხსენოთ ერთ-ერთი დასამახსოვრებელი სცენა, როდესაც დედოფალი სერსეი ცოდვების გამოსყიდვის მიზნით შიშველი მოივლის ქალაქს. ამ სცენაში მსახიობმა ლენა ჰიდმა თავისი მოთხოვნები წამოაყენა. მას სურდა, რომ ეს ეპიზოდი ისე გადაეღოთ, რომ თითქმის არავის დაენახა. სწორედ ამიტომ დაიქირავეს 200 მცველი ადგილობრივი ტერიტორია მთლიანად შემოღობეს და იქ მომუშავე მაღაზიების გამყიდვლებს ფულის სანაცვლოდ ადგილი დაატოვებინეს. გადაღებას მხოლოდ 4 ...

Read More »

როგორ უნდა დაიძლიოს ახალგაზრდებში უმუშევრობის პრობლემა

როგორ უნდა დაიძლიოს ახალგაზრდებში უმუშევრობის პრობლემა

,,საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან შემუშავდეს ახალგაზრდების დასაქმების პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება ახალგაზრდების ინტერესებზე” უმუშევრობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, თითქმის ყველა ასაკის ადამიანი დასაქმების პრობლემას უჩივის. UNISEF_ის კვლევის თანახმად, უმუშევრობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ ახალგაზრდებში დგას. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებულმა სტატისტიკურმა მონაცემებმა, კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა ახალგაზრდებში არსებული უმუშევრობის მაღალი დონე. კვლევის მიხედვით, საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობაში ყველაზე მაღალი ...

Read More »

100 000-მდე კომპანიას და პირს, საგადასახადო დავალიანებები და ჯარიმები სრულად ჩამოეწერება

100 000-მდე კომპანიას და პირს, საგადასახადო დავალიანებები და ჯარიმები სრულად ჩამოეწერება

საგამოძიებო სამსახური საგადასახადო შემოწმებებს აღარ განახორციელებს “კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ძირითადი საშუალებები იმპორტს, აღარ მოუწევთ დღგ-ს გადახდა საზღვარზე”, – საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე გადაცემა “ბიზნესკონტაქტში”, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ერთიან ჩარჩოში ექცევა საგადასახადო შემოწმებების პროცესიც. ასევე დაგეგმილია, ძველი დავალიანებების სრულად ჩამოწერაც. “2011 წლამდე არსებული საგადასახადო დავალიანებები, ასევე 2013 წლამდე არსებული ჯარიმები და საურავები, ...

Read More »