Home » Author Archives: George Kapanadze (page 11)

Author Archives: George Kapanadze

კომპანია “ენკა რინიუებლზი” განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ენკა რინიუებლზი” განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „ნამახვანი ჰესის” პროექტის მშენებლობის ტერიტორიაზე დღეს მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელდა, ხოლო რაც შეეხება კაშხალსა და წყალსაცავს, მათი მშენებლობა მხოლოდ კვლევების ვერიფიკაციის შემდეგ დაიწყება. მათივე ინფორმაციით, მოსამზადებელი სამუშაოების დათვალიერების მიზნით დღეს ადგილზე იმყოფებოდა კომპანია “ენკა რინიუებლზის” ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე. „კომპანია „ენკა რინიუებლზი” კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ „ნამახვანი ჰესის” პროექტის მშენებლობის ტერიტორიაზე დღეს გაგრძელდა მოსამზადებელი ...

Read More »

კომუნიკაციების კომისიის დაფინანსებით სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანია „TMI” -ს საერთაშორისო აუდიტი ჩაუტარდება, „TV-MR“ კი აუდიტზე უარს აცხადებს

კომუნიკაციების კომისიის დაფინანსებით სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსს“, რომელიც „კანტარ მედია“-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, საერთაშორისო აუდიტი ჩაუტარდება. კომისიამ საერთაშორისო აუდიტის ჩასატარებლად ტენდერი დღეს გამოაცხადა.  სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანიებში საერთაშორისო აუდიტის ჩატარების საჭიროება იმითაა განპირობებული, რომ დღეს საქართველოში ორი სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია არსებობს, რომელთა მონაცემებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება. მაშინ, როდესაც საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ყველა განვითარებულ ქვეყანაში სატელევიზიო აუდიტორიას ერთი  ...

Read More »

„ჯეოქეისის“ პოლიტიკის დოკუმენტის წარდგენა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ პოლიტიკის დოკუმენტის – „ჯეოქეისის“ 4 ნაწილიანი რეკომენდაციათა პაკეტის: ჯანდაცვა, ეკონომიკა, განათლება, ეროვნული თავდაცვა და უსაფრთხოება წარდგენა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯეოქეისიდან” აცნობეს, აღნიშნული რეკომენდაციების პაკეტის განვითარება პანდემიის შედეგად შექმნილმა ვითარებამ განაპირობა. „დოკუმენტის ავტორებმა პანდემიის თანმდევი გამოწვევების ფონზე შეისწავლეს ჯანდაცვის, ეკონომიკის, განათლების, ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება და შესაბამისი წინადადებები, რეკომენდაციები შეიმუშავეს. ...

Read More »

სუს-მა გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მომსახურების სამმართველოს უფროსი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მომსახურების სამმართველოს უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულმა ბრიტანეთის მიერ ძებნილი და ინტერპოლის სამდივნოს ერთიან ბაზაში გატაცებულად რეგისტრირებული სამი ერთეული ავტომანქანა საბაჟო საზღვარზე დაადეკლარირა იმპორტის რეჟიმში და გადასცა დაინტერესებულ პირებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების ...

Read More »

არგენტინის პრეზიდენტს, რომელიც იანვარში რუსული ვაქცინით აიცრა, კორონავირუსი დაუდგინდა

არგენტინის პრეზიდენტს, ალბერტო ფერნანდესს, რომელიც იანვარში რუსული ვაქცინა „სპუტნიკით“ აიცრა, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ალბერტო ფერნანდესმა Twitter-ზე დაწერა. „2 აპრილის საღამოს ჩავაბარე ტესტი ანტიგენზე და მისი შედეგი დადებითი აღმოჩნდა. ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ველოდები PCR-ტესტის შედეგებს“, – წერს არგენტინის პრეზიდენტი. არგენტინაში ვაქცინაცია დეკემბერში დაიწყო. 45-მილიონიან ქვეყანაში ამ დრომდე 3,5 მილიონზე მეტი აცრაა გაკეთებული, მათ შორის 500 000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე ვაქცინის ორ-ორი ...

Read More »

მარია ზახაროვა – გრიბოედოვის ძეგლის შეურაცხყოფა და პოზნერის წინააღმდეგ პროვოკაცია არის ექსტრემისტული ძალების მცდელობა, გაართულონ რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზება

მოსკოვი თვლის, რომ თბილისში გრიბოედოვის ძეგლის შეურაცხყოფა და ცნობილი რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაცია ერთი ჯაჭვის რგოლებს წარმოადგენს, – რუსული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გააკეთა. მისი თქმით, ამ ქმედებების მიზანია რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესისთვის ზიანის მიყენება. „ჩვენ ამ ქმედებებში ვხედავთ საქართველოში არსებული ექსტრემისტული ძალების მცდელობას, რომ გაართულონ რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი”, – ...

Read More »

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „სინოფარმის“ 100 000 დოზა საქართველოშია

საქართველოში გამოიყენება მხოლოდ ჯანმოს ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ავტორიზებული ვაქცინები ჩინური წარმოების ვაქცინა ამ ეტაპზე უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის აღიარებული. „სინოფარმით “ვაქცინაციის პროცესი ჯანმოს ავტორიზაციის მიიღების შემდეგ დაიწყება. ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში. ამ ვაქცინით აცრილია სულ მცირე 40 მლნ ადამიანი. უნგრეთის გარდა, „სინოფარმი“ დამტკიცებულია არაბთა გაერთიანებული საემიროებში, ...

Read More »

ივა ჭყონია – ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი – ლარი, მძიმე მდგომარეობაშია

„დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის” ხელმძღვანელი ივა ჭყონია ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსის მიღებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი ლარი მძიმე მდგომარეობაშია. „პოლიტიკურად მნიშვნელოვანია სიტუაციის დასტაბილურება. პანდემიის დაწყების პირველი დღიდან კომპანიებში ლიკვიდურობა რომ გაზრდილიყო დახმარებას ვითხოვდით დამატებითი ღირებულებების ნაწილში, რომ იმპორტის გადასახადი არ გადაგვეხადა მომენტალურად, არამედ აღნიშნული თანხა რეალიზაციაზე ყოფილიყო მიბმული. უნდა დავიცვათ რეგულაციები, თორემ გამორიცხული არ არის ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი მივიღოთ. მნიშვნელოვანია ...

Read More »

„ენკა რინიუებზის“ ახალი დირექტორი – კაშხლისა და ძირითადი ობიექტების მშენებლობა არ დაიწყება მანამ, სანამ არ მოხდება კვლევების ვერიფიკაცია

„ჩვენ, ამ ეტაპზე, ვახორციელებთ მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს. ძირითადი ობიექტების მშენებლობა, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვები – იქნება იქნება კაშხლის ტანი თუ სხვა, არ დაიწყება მანამ, სანამ არ მოხდება ჩვენს ხელთ არსებული კვლევების ვერიფიკაცია,“ – განაცხადა ნამახვანი ჰესის ინვესტორი ნორვეგიულ-თურქული კომპანიის „ენკა რინიუებზის“ ახალმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ ჟურნალისტებთან საუბარისას. დღეს ის, როგორც კომპანიის მენეჯერი, მოვალეობის შესრულებას შეუდგა. „დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. როგორც ...

Read More »

“ნებისმიერ კომპანიას, რომელიც თვლის, ირღვევა კონკურენციის რომელიმე პრინციპი ან ვინმე ძალაუფლებას იყენებს მის წინააღმდეგ, მოგვმართოს”

კონკურენციის ეროვნული სააგენტო USAID-ის მხარდაჭერით ორგანიზაციულ და საკომუნიკაციო სტრატეგიას შექმნის. ამის შესახებ “ბიზნესკურიერის” ეთერში საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა სიახლეებსა და კანონში ცვლილებებზე, რაც კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში ხორციელდება. ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ 2020 წელი კონკურენციის სააგენტოსთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. „მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელი იყო გამორჩეული და მნიშვენლოვანი წელი. გამომდინარე იქიდან, რომ მიღებულ იქნა 2 კანონმდებლობა, რომელიც ძალაში შევიდა 2021 წლის 1-ელი იანვრიდან. ეს იყო ...

Read More »