Home » Author Archives: George Kapanadze (page 10)

Author Archives: George Kapanadze

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, მგზავრს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე; მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალულია გათბობა-გამაგრილებელი სისტემის გამოყენება.

Read More »

გულბანი – შეზღუდვების გაუქმებით, სამთო საკურორტო სექტორს რეალური შესაძლებლობა უჩნდება სწრაფად დაუბრუნდეს პანდემიამდელ ვითარებას

“შეზღუდვების გაუქმებით, სამთო საკურორტო სექტორს რეალური შესაძლებლობა უჩნდება სწრაფად დაუბრუნდეს პანდემიამდელ ვითარებას”, – ამის შესახებ ეკონომისტი, შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს. “როგორც ჩანს გვირაბის ბოლოს პატარა თეთრი წერტილი ფართოვდება. დღეს დაანონსებული შეზღუდვების მოხსნა ამის ნათელი დადასტურებაა. ცხადია არავის არ აქვს მოლოდინი, რომ დაზარალებული ბიზნესი სრულად დააკომპენსირებს ზარალს წლის ბოლომდე, თუმცა თუ ეპიდ ვითარებამ ხელი შეგვიწყო, წინ რეალურად მთელი წელიწადი გვაქვს ...

Read More »

საქართველოს საბანკო ასოციაციის ინიციატივით, კიბერუსაფრთხოების თემაზე ვებინარი გაიმართება

25 თებერვალს, 16:00 საათზე, საბანკო ასოციაციის ორგანიზებით ვებინარი გაიმართება თემაზე – „რჩევები კიბერთაღლითობის თავიდან ასარიდებლად“. ვებინარი ონლაინ პლატფორმა, Zoom-ში ჩატარდება და მასზე დასწრება ნებსმიერ მსურველს შეეძლება. საქართველოს საბანკო ასოციაციასთან ერთად, ვებინარში კომერციული ბანკების კიბერუსაფრთხოების მიმართულების სპეციალისტები, ასევე  ექსპერტები და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ვებინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითობის შემთხვევებისგან; რა უნდა გავითვალისწინოთ ინტერნეტშესყიდვების დროს; რას ...

Read More »

ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტის შესახებ განმარტებისთვის ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს

ლიეტუვის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამავე ქვეყნის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტის შესახებ განმარტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს. შესაბამისი გადაწყვეტილება სეიმის საბჭომ დღეს მიიღო. პავილიონისის ვიზიტის შესახებ კითხვები ლიეტუვის ვიცე-სპიკერებს გაუჩნდათ. „ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან ყოველთვის ორმხრივ პატივისცემას ეფუძნებოდა. ჟიგიმანტას პავილიონისმა გადაწყვიტა, ჭკუა ასწავლოს საქართველოს და დაიცვას ერთი მხარე და მეორე – დაადანაშულოს“, – განაცხადა ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერმა ...

Read More »

„ეკონომიკის ჩაკეტვით განსაკუთრებით იმ ქვეყნებმა იზარალეს, რომლებიც ტურისტულ ინდუსტრიაზე იყვნენ ორიენტირებული”

“ეკონომიკის ჩაკეტვით კი განსაკუთრებით იმ ქვეყნებმა იზარალეს, რომლებიც ტურისტულ ინდუსტრიაზე და საკვების, გასართობ თუ მომსახურების სხვა სერვისებზე იყვნენ ორიენტირებული”, – ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს. “გლობალური პანდემიის საერთაშირისო გამოცდილებამ ცხადყო, რომ მკაცრი ლოქდაუნის პრაქტიკა არ არის გამოსავალი არც ჯანდაცვის და არც ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან შეკავების პოლიტიკას  მოსდევს სახიფათო აფეთქებები, რაც საკმაოდ მძიმედ აისახება ეკონომიკაზე, თუმცა ...

Read More »

ანდრია გვიდიანი – ეკონომიკის გახსნა დაიწყო, რაც ძალიან დროული და მისასალმებელი გადაწყვეტილებაა

“დარწმუნებული ვარ მთავრობას ექნება სრული მზაობა, რომ ნებისმიერი “პრობიზნესური” ინიციატივა სწრაფად იქნას მიღებული”, – ამის შესახებ ეკონომისტი, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს. “ეკონომიკის გახსნა დაიწყო, რაც ძალიან დროული და მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. ბიზნესების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, დღევანდელი გადაწყვეტილება დამატებითი ჟანგბადის წყარო იქნება. 2020 წელი საკმაოდ რთული ეკონომიკური მაჩვენებლებით დავხურეთ, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიმდინარე წელს მეტნაკლებად დავაბალანსოთ წინა წლის ჩავარდნა. შესაბამისად, ...

Read More »

ჭარაია – მნიშვნელოვანია იმ ოქროს შუალედის პოვნა, რომელიც არც ბიზნესს და არც ქვეყანას არ დააზარალებს

“ეკონომიკის გახსნის” დღევანდელი გადაწყვეტილებები ბიზნეს ნამდვილად წაადგება, როგორც მინიმუმ მის ნაწილს მაინც, სწორი დაგეგმარების და გაურკვევლობის ფაქტორის მოხსნის კუთხით” , – ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორი, ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს. “ეკონომიკის გახსნის” დღევანდელი გადაწყვეტილებები ბიზნეს ნამდვილად წაადგება, როგორც მინიმუმ მის ნაწილს მაინც, სწორი დაგეგმარების და გაურკვევლობის ფაქტორის მოხსნის კუთხით. თუმცა, აქვე დავამატებდი, რომ იმედი მაქვს ჯაჭვურ რეაქციაში და როგორც მინიმუმ ...

Read More »

თამარ გაბუნია – იმედი გვაქვს, რომ მარტის პირველ ორ კვირაში მივიღებთ იმ დოზებს, რასაც „ფაიზერისგან“ ველოდებით

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კვირის ბოლომდე კონსულტაცია შედგება: „კოვაქსის“, „ფაიზერისა“ და საქართველოს მონაწილეობით და დაზუსტდება საქართველო დაპირებულ 29 250 ვაქცინის დოზას როდის მიიღებს. როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სავარაუდოდ, ქვეყანა მარტის პირველ ორ კვირაში მიიღებს იმ დოზებს, რასაც „ფაიზერისგან“ ელოდება. „ამ კვირაში ჩვენ მივიღეთ დამატებითი პირობები „ფაიზერის“ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით. კვირის ბოლომდე კიდევ ერთხელ შედგება ...

Read More »

თურნავა – თუ დავინახეთ, რომ ადამიანებმა არ დაიცვეს რეგულაციები და ბიზნესი არ ასრულებს პროტოკოლს, მოგვიწევს კვლავ შეზღუდვების დაწესება

ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ასეთმა გახსნამ მომავალში ეპიდვითარების გარკვეული გაუარესება გამოიწვიოს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ეკონომიკის მინისტრი ბიზნესს და საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს და არ გამორიცხავს, რომ თუ შესაბამისი პროტოკოლების მკაცრი დაცვა არ მოხდება, შეზღუდვები კვლავ დაწესდეს. „ამაზე დღესაც გვქონდა მსჯელობა, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ და ამას აბსოლუტურად ვიაზრებთ, რომ ...

Read More »

ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება

ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდეა აკრძალული. ამასთან პრემიერმა მთელი რიგი შეზღუდვის შემსუბუქება ან გაუქმება დააანონსა.

Read More »