Home » Author Archives: George Kapanadze

Author Archives: George Kapanadze

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. დღევანდელი სავალუტო ინტერვენციის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „2021 წლის 27 იანვარს, გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2964 შეადგინა”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

Read More »

„ნებისმიერი გახსნა უნდა იყოს ეტაპობრივი, ფრთხილი და თუ მობილობას ვზრდით გარკვეული შეზღუდვებით უნდა დავაკომპენსიროთ“

ნებისმიერი გახსნა უნდა იყოს ეტაპობრივი, ფრთხილი და თუ მობილობას ვზრდით ამ ეტაპზე გარკვეული შეზღუდვებით უნდა დავაკომპენსიროთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, სავაჭრო ქსელების და მაღაზიების მფლობელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, სავაჭრო ქსელებისა და მაღაზიების მენეჯმენტთან მთავარი განხილვის თემა იყო ის, თუ როგორ უნდა იმუშაონ ობიექტებმა პირველი თებერვლიდან ისე, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. „დღეს შეხვედრა შედგა ...

Read More »

„ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული ახალი რეგულაციები გაზრდის მწარმოებელთა გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას”

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონპროექტი ონლაინ ფორმატში  გამართულ მორიგ  შეხვედრაზე განიხილა. „ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული რეგულაციები გაზრდის მწარმოებელთა გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ორი ძირითადი წყარო არსებობს, ეს არის ტრანსპორტი და სამრეწველო ობიექტები. სამრეწველო საწარმოებიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, სამინისტრომ მოამზადა ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა, რაც ...

Read More »

„სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ კვირაში 2 დღე იყოს ჩაკეტვები“

ჩვენთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ბიზნესი თანამშრომლობისთვის მზადაა. „დღეს გვქონდა კომუნიკაცია, ავხსენით რა არის სახელმწიფოს მიდგომა და ეს არის ცალსახად ის, რომ ჩვენ გახსნისკენ უფრო მეტი პოზიტიური ნაბიჯი გადავდგათ, ...

Read More »

თურნავა – ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ

წინასაახალწლო დღეებში დავაკვირდით და კარგად ჩააბარეს ეს გამოცდა. გვჯერა, რომ ახლაც იგივენაირად, მაღალ დონეზე იქნება პასუხისმგებლობა,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრმა განმარტა, თუ რამ განაპირობა არასასურსათო ვაჭრობის სფეროს აღდგენა და აღნიშნა, რომ შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვა ამ ეტაპზე კომპრომისულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს და ჯერჯერობით ძალაში რჩება. „არასასურსათო ვაჭრობა, ქსელური მაღაზიები და შოპინგ მოლები არიან ...

Read More »

გიორგი კანაშვილი – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ტურს შეგვიძლია დავარქვათ „დაზვერვითი“ შემოვლა

„ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ტურს შეგვიძლია დავარქვათ „დაზვერვითი“ შემოვლა“, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგი, გიორგი კანაშვილი აცხადებს. მისი თქმით, ვიზიტს ალბათ ორი ძირითადი მიზეზი აქვს – ყარაბაღის კონფლიქტი და ადმინისტრაციის ცვლილება ამერიკაში. “ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, არაა მთლად უმნიშვნელო ამბავი…. ჯავად ზარიფი, რეგიონული ტურის ფარგლებში უკვე იმყოფებოდა ბაქოში, შემდეგ ჩავიდა მოსკოვში, ერევანში, დღეს თბილისს ეწვევა და ორ დღეში თურქეთისკენ აიღებს გეზს. ...

Read More »

„დაკეტილი სავაჭრო ცენტრისთვის საგადასახადო ტვირთის სრულად დაკისრება არასამართლიანი მიდგომაა”

“თბილისი ცენტრალის” დირექტორის, ლევან ყარალაშვილის განცხადებით, დაკეტილი სავაჭრო ცენტრისთვის საგადასახადო ტვირთის სრულად დაკისრება არასამართლიანი მიდგომაა. როგორც მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ყარალაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათთვის ქონების გადასახადის შემცირების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. „ჩვენ, როგორც დარგი, ვთვლით, რომ არასამართლიანი მიდგომა რჩება. სავაჭრო ცენტრი დაკეტილი იყო 5 თვის განმავლობაში და იგივე საგადასახადო ტვირთის სრულად დაკისრება უბრალოდ ...

Read More »

„მოვაჭრეები აღარ გველაპარაკებიან, „ლილო“ კი ხან მოლად ითვლება ხან ბაზრობად“

„არანაირი ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს, რა შედეგი მოჰყვება პროტესტს. მოვაჭრეები ნაწყენები არიან ჩვენზეც, ყველაზე და აღარც გველაპარაკებიან,“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ ლილო მოლის დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ ისაუბრა. „მოვაჭრეები ბიზნესმენები არიან და თავჩაქინდრული შრომობდნენ ყოველთვის, ახლაც ერთი სული აქვს ყველას როდის გაიხსნება ბაზრობა, რომ მალე დაიწყონ მუშაობა.  ამდენი ხანი ჩვენ სიტუაციას ყოველთვის ვაკონტროლებდით და ახლა ეს ხალხი ფაქტობრივად დარჩა ყველაფრის გარეშე. ...

Read More »

„ეპიდემიის ვაქცინა გამოგონებულია, შიმშილის არა – ამის გაგონება მთავრობას ჯერჯერობით არ უნდა“

„ეპიდემიის ვაქცინა გამოგონებულია, შიმშილის – არა… ამის გაგონება მთავრობას ჯერჯერობით არ უნდა“, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ განაცხადა. აღნიშნულით მან მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესასოციაციების, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებისა და ეპიდემიოლოგების შეხვედრა შეაფასა, რომელიც გუშინ გაიმართა. „ჩვენი „სამეცნიერო დისპუტის“ მერე დავაყენეთ საკითხი, ხალხნო, ჩვენ აქ რომ მოვედით, ეს „დისპუტი“ გადავდოთ გვერდზე, რადგან თემა არის ასეთი – ...

Read More »

რომან ფიფიას და BGEO-ს დავის ფარგლებში, ინგლისის სასამართლომ ირაკლი გილაურს მობილური ტელეფონის წარმოდგენა დაავალა

ინგლისის უმაღლესი სასამართლოს კომერციულმა სასამართლომ ბიზნესმენ რომან ფიფიას მიერ დაწყებული საქმისწარმოების ფარგლებში პროცედურული გადაწყვეტილება გამოიტანა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, სასამართლომ მოპასუხეს დამატებითი ინფორმაციის გახსნა დაავალა. “ინგლისის უმაღლესი სასამართლოს კომერციულ სასამართლოში, რომან ფიფიას მიერ BGEO GROUP LIMITED-ის (ყოფილი BGEO GROUP PLC) წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოების ფარგლებში, 2021 წლის 12 იანვარს გამართულ საჯარო მოსმენის შემდეგ, რომელიც ეხებოდა ფიფას მიერ BGEO-სგან დამატებითი ინფორმაციის გახსნის მოთხოვნას, ...

Read More »