Home » საზოგადოება » აუქციონზე სახელმწიფო 50-მდე სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთს გაყიდის

აუქციონზე სახელმწიფო 50-მდე სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთს გაყიდის

აუქციონზე სახელმწიფო 50-მდე სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთს გაყიდის.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, მიწის ფართობი ჯამში 706 ჰექტარია, ობიექტების ჯამური საწყისი საპრივატიზებო თანხაა 19 374 500 ლარი, მოსალოდნელი ინვესტიციების ჯამური ოდენობა 1 800 000 ლარს შეადგენს.

თითოეული მიწის ფართობი იწყება 1 ჰა-დან იწყება.

ნათია თურნავას თქმით, იმისთვის, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები უბრალო კაპიტალდაბანდება არ იყოს და განხორციელდეს ინვესტიცია, შეიქმნას სამუშაო ადგილები, 3 ჰექტარზე უფრო მეტ მიწებს საინვესტიციო ვალდებულება მოჰყვება.

3 ჰა-ზე მეტი მიწის შეძენის შემთხვევაში, საინვესტიციო ვალდებულება 1 ჰა-ზე 3 000 -დან 5 000 ლარამდეა.

მიწები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

სამეგრელო -7 ობიექტი

გურია – 1 ობიექტი,

იმერეთი – 4 ობიექტი

შიდა ქართლი – 9 ობიექტი

მცხეთა-მთიანეთი – 5 ობიექტი

ქვემო ქართლი – 10 ობიექტი

კახეთი 14 ობიექტი.

“მნიშვნელოვანია განვითარდეს ფერმერული მეურნეობები და ფერმერმა მესაკუთრემ შეძლოს, რომ მოიზიდოს დაფინანსება, მათ შორის საბანკო დაფინანსება, რის საშუალებასაც კერძო საკუთრება იძლევა, თამამად მიიღოს ჩვენს მიერ მხარდაჭერილ პროგრამებში მონაწილეობა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

business-partner.ge

Share