Home » მსოფლიო » აცრის შემდეგ ვლადიმერ პუტინს გვერდითი მოვლენები განუვითარდა

აცრის შემდეგ ვლადიმერ პუტინს გვერდითი მოვლენები განუვითარდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის შემდეგ მცირე გვერდითი მოვლენები განუვითარდა, ამის შესახებ “როიტერსი” წერს.

“ვაქცინაციის მეორე დღეს გავიღვიძე და თითქოს, კუნთების მცირე ტკივილს ვგრძნობდი. ტემპერატურა შევიმოწმე, ნორმაში მქონდა,” – განაცხადა პუტინმა რუსულ ტელეკომპანიასთან საუბრისას.

მისივე თქმით, ინექციის ადგილას დისკომფორტს გრძნობდა.

ვლადიმერ პუტინს არ უთქვამს, სამი რუსული ვაქცინიდან რომელი მიიღო, თუმცა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ იმ ექიმმა იცის, რომელმაც აცრა ჩაუტარა.

კითხვაზე, რატომ არ ჩაიტარა ვაქცინაცია საჯაროდ, ისე, როგორც სხვა მსოფლიო ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტი ამბობს :

“ჩვენ რა უნდა ვიმაიმუნოთ?! აუცილებელია ისევე გავაკეთოთ, როგორც სადღაც ვიღაცამ გააკეთა?  რა თქმა უნდა არა, რადგან თუ ვინმე ამ დონეზე ფალსიფიცირებას შეეცდება და მოტყუებას, ეს ძნელი არაა, შეიძლება აჩვენო ნემსი და სინამდვილეში ფიზიოლოგიური ხსნარი გაიკეთო, ან რაც გინდათ, კეფირი, ან ფორთოხლის წვენი. ვხუმრობ, რა თქმა უნდა, ან უბრალოდ ვიტამინები. ჩემი აზრით, ეს არასერიოზულია,” – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

rustavi2.ge

Share