“იმ შეცდომას, რაც აჭარაში დავუშვით, განმეორებით აღარ დავუშვებთ”,- ამის შესახებ მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
კითხვაზე, გადაიხედება თუ არა მთავრობის გადაწყვეტილება მთის კურორტებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს, რომ ზაფხულში აჭარის რეგიონის გახსნით შეცდომა დაუშვეს, რომელსაც აღარ გაიმეორებენ.