Home » საზოგადოება » აჭარაში ორი მეტეოსადგური დაიდგმება – ფერმერები ამინდის პროგნოზს SMS-ით მიიღებენ
აჭარაში ორი მეტეოსადგური დაიდგმება – ფერმერები ამინდის პროგნოზს SMS-ით მიიღებენ

აჭარაში ორი მეტეოსადგური დაიდგმება – ფერმერები ამინდის პროგნოზს SMS-ით მიიღებენ

აჭარელი ფერმერებისათვის მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის მიწოდებას ადგილობრივი მთავრობა უზრუნველყოფს. როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში ორი მეტეოსადგურის შექმნა იგეგმება.

სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ SMS შეტყობინებებით მოხდება მოსახლეობის ინფორმირება ამინდის გაუარესების, წამლობითი და სხვა აგრო ღონისძიებების შესახებ, რაც თავის მხრივ ფერმერებს და ფერმერულ მეურნეობებს პროდუქციის წარმოების ზრდაში დაეხმარება.

სამინისტროში ამბობენ, რომ 2018 წლის ბიუჯეტში პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით 500 ათას ლარია გათვალისწინებული.

პროექტი ასევე გულისხმობს ფერმერებისა და ფერმერული მეურნეობების ბაზის დახვეწას, რომლის საფუძველზეც ისინი შემდგომ ინფორმაციას SMS შეტყობინებებით მიიღებენ.

სამინისტროში ამბობენ, რომ უწყებას გარკვეული ბაზა გააჩნია, თუმცა ის დახვეწასა და სრულყოფას მაინც საჭიროებს. აღსანიშნავია, რომ ფერმერები SMS შეტყობინებებს და შესაბამისად საჭირო ინფორმაციას უფასოდ მიიღებენ. მეტეოსადგურებიდან ერთ-ერთი ხელვაჩაურში, ხოლო მეორე მაღალმთიან აჭარაში განთავსდება.

Share