Home » ახალი ამბები » აჭარაში გერმანელი ჟურნალისტების მედიატური მოეწყო
აჭარაში გერმანელი ჟურნალისტების მედიატური მოეწყო

აჭარაში გერმანელი ჟურნალისტების მედიატური მოეწყო

 აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში გერმანელი ჟურნალისტები იმყოფებიან. ბეჭდური, ონლაინ და რადიო გამოცემების წარმომადგენლები აჭარის შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ამზადებენ. ჟურნალისტებმა უკვე მოინახულეს მტირალას ეროვნული პარკი, მთიანი აჭარა და რეგიონის საზღვაო ტურისტული პროდუქტები. ისინი ასევე გაეცნენ აჭარის კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გერმანიიდან პრესტურს პირველად მასპინძლობს. გერმანიაში აჭარის რეკლამირება წელს პირველად დაიწყო, რაც ბერლინში, დორტმუნდსა და მიუნხენში გარე რეკლამას და მთელ გერმანიაში აქტიურ ონლაინ რეკლამას ითვალისწინებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წლის ბოლომდე 16 სამიზნე ქვეყნიდან ჯამში 32 პრეს და ინფოტურის ორგანიზებას გეგმავს.

Share