Home » მსოფლიო » აშშ-ში უმუშევარი პირები ყოველკვირეულად 400 დოლარს მიიღებენ

აშშ-ში უმუშევარი პირები ყოველკვირეულად 400 დოლარს მიიღებენ

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 1.9 ტრილიონი დოლარის ღირებულების ეკონომიკის სტიმულირების გეგმა წარადგინა.

ჯო ბაიდენის სტრატეგია სახელწოდებით „ამერიკის გადარჩენის გეგმა“ ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას, ეკონომიკის გამოცოცხლებასა და სკოლების გახსნას ითვალისწინებს.

„აშშ-ს სასწრაფო დახმარება სჭირდება, ხოლო ის სარგებელი, რომელსაც ამ გეგმის განხორციელებით მივიღებთ, დანახარჯებს აღემატება“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

კონგრესის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ფინანსური პაკეტის ფარგლებში აშშ-ის თითოეული მოქალაქე 1 400 დოლარს მიიღებს, რისთვისაც, საერთო ჯამში 1 ტრილიონი დოლარია გამოყოფილი.

გარდა ამისა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამას 415 მილიარდი დოლარი, ხოლო მცირე ბიზნესის მხარდაჭერას 440 მილიარდი დოლარი მოხმარდება.

უმუშევარი პირები კი ყოველკვირეულად 400 დოლარს მიიღებენ.

imedinews.ge

Share