Home » მსოფლიო » აშშ-ში წინასწარი შედეგებით, ბაიდენს 238, ტრამპს კი 213 ხმა აქვს

აშშ-ში წინასწარი შედეგებით, ბაიდენს 238, ტრამპს კი 213 ხმა აქვს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ხმების დათვლა გრძელდება. წინასწარი შედეგებით, ჯო ბაიდენს 238, დონალდ ტრამპს კი 213 ხმა აქვს, თუმცა მონაცემები მუდმივად იცვლება.

წელს კორონავირუსის გამო მოქალაქეებმა ხმა ფოსტით ან ნაადრევ კენჭისყრაზე მისცეს, რის გამოც ქვეყნაში ვარაუდობენ, რომ ხმების დათვლა დროში გაიწელება.

ამერიკელებს უკვე მიმართეს როგორც მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ისე ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ორივე პრეზიდენტობის კანდიდატი საკუთარ გამარჯვებაშია დარწმუნებული.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ არჩევნებში თაღლითობას ჰქონდა ადგილი და შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოს მიმართავს.

Share