Home » მსოფლიო » აშშ-ში შესვლა Green Card-ის მფლობელებსაც ეზღუდებათ
აშშ-ში შესვლა Green Card-ის მფლობელებსაც ეზღუდებათ

აშშ-ში შესვლა Green Card-ის მფლობელებსაც ეზღუდებათ

შეზღუდვა, რომელიც 7 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებს ეხებათ, გავრცელდება ე.წ. Green Card-ზეც.

“ის ქვეყანაში შემოსვლას Green Card-ის მფლობელებსაც უკრძალავს”, – ასე უპასუხა ჯილიან კრისტენსენმა სააგენტო როიტერსის შეკითხვას.

პარასკევს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 120 დღით წყვეტს დევნილების აშშ-ში მიღებას, კრძალავს სირიიდან დევნილების განუსაზღვრელი ვადით ყოფნას და ამკაცრებს აშშ-ში შემოსვლის ზოგიერთ წესს, ასევე 90 დღით აჩერებს ქვეყანაში რამდენიმე მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეების შესვლას.

განკარგულების ფორმულირებების მიხედვით, ლაპარაკია ქვეყანაში შესვლის დროებით შეზღუდვებზე ერაყის, ირანის, სირიის, სუდანის, იემენის, ლიბიის და სომალის მოქალაქეებისათვის.

Share