Home » მსოფლიო » აშშ-ში სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ის ჩამოტვირთვა იკრძალება

აშშ-ში სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ის ჩამოტვირთვა იკრძალება

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიზანია გაზარდოს ქვეყნის შესაძლებლობა ჩინური ტექნოლოგიებისთვის კონკურენციის გაწევის კუთხით და შეამციროს ჩინეთის ეკონომიკური ზეგავლენა.

კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება სოციალური მედიის აპლიკაციის TikTok-ის ჩამოტვირთვა სამთავრობო მოწყობილობებზე. ასევე, ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერილი კომპანიების მიერ წარმოებული და გაყიდული დრონების შეძენაც იკრძალება.

კანონპროექტი კიდევ ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ ჩინური კომპანიებისთვის, რომლებიც აშშ-ში განხორციელებულ კიბერ თავდასხმებში, ან ამერიკული კომპანიებისგან ინტელექტუალური საკუთრების მოპარვაში არიან ჩართულები.

ორპარტიული კანონპროექტი აშშ-ის ტექნოლოგიებისა და კვლევის გაძლიერებისთვის 190 მილიარდი აშშ დოლარის, ნახევარგამტარებისა და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების წარმოებისა და კვლევის გაზრდის მიზნით კი – 54 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას ითვალისწინებს.

Share