Home » ბიზნესი » აშშ-ში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება
აშშ-ში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება

აშშ-ში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ერთი წლის განმავლობაში ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ს ბაზარზე 27%-ით გაიზარდა და 2016 წლის იანვარ-ნოემბერში 294 000 ბოთლს მიაღწია.

სოფლის მეურნეობის სააგენტოში ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის  პოტენციურად მზარდი საექსპორტო ბაზარია და ამ მიზნით ქართული ღვინიოს პოპულარიზაციას გეგმავენ.

ამ დროისთვის აშშ-ში აქცია დეგუსტაცია “გამარჯობა, საფერავო” მიმდინარეობს და ის მთელი დეკემბრის განმავლობაში გაგრძელდება.

წყარო: BPI

Share