Home » მსოფლიო » აშშ-ში, 1953 წლის შემდეგ პირველად, სიკვდილით ქალი პატიმარი დასაჯეს

აშშ-ში, 1953 წლის შემდეგ პირველად, სიკვდილით ქალი პატიმარი დასაჯეს

აშშ-ში, ბოლო თითქმის 70 წლის განმავლობაში პირველად, სიკვდილით ქალი პატიმარი ლიზა მონტგომერი დასაჯეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 1953 წლის შემდეგ აშშ-ის მთავრობას ქალი პატიმრის სასიკვდილო განაჩენი სისრულეში არ მოუყვანია.

ლიზა მონტგომერი 2007 წელს მისურის შტატში, 8 თვის ორსული ქალის გატაცებისა და მკვლელობის გამო, გაასამართლეს. მონტეგომერიმ გარდაცვლილი ქალის სხეულიდან ნაყოფი ამოიყვანა. აღსანიშნავია, რომ მედიკოსებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს.

Share