Home » მსოფლიო » აშშ-ში 18 წლამდე პირებისთვის ელექტრონული სიგარეტის მიყიდვა აიკრძალა
აშშ-ში 18 წლამდე პირებისთვის ელექტრონული სიგარეტის მიყიდვა აიკრძალა

აშშ-ში 18 წლამდე პირებისთვის ელექტრონული სიგარეტის მიყიდვა აიკრძალა

აშშ-ის მთავრობამ ახალი ფედერალური წესი შემოიღო, რომელიც 18 წლამდე ასაკის პირებისთვის ელექტრონული სიგარეტის მიყიდვას კრძალავს.

გარდა ამისა, ელექტრონული სიგარეტის მწარმოებლები ვალდებული ხდებიან თავიანთი პროდუქცია საკვების და მედიკამენტების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამმართველოში წარადგინონ.

აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტების მიერ ელექტრონული სიგარეტის გამოყენების მაჩვენებელი 2011 წელს 1.5% იყო და 2015 წელს 16%-მდე გაიზარდა.

ასევე აკრძალული იქნება ელექტრონული სიგარეტის გაყიდვა ავტომატების საშუალებით.

Share