Home » მსოფლიო » აშშ-ს სანქციებმა რუსული კომპანიის 60 000 სამუშაო ადგილს საფრთხე შეუქმნა
აშშ-ს სანქციებმა რუსული კომპანიის 60 000 სამუშაო ადგილს საფრთხე შეუქმნა

აშშ-ს სანქციებმა რუსული კომპანიის 60 000 სამუშაო ადგილს საფრთხე შეუქმნა

60,000 ზე მეტი რუსი მომუშავე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დახმარების იმედზე არიან

 მას შემდეგ რაც აშშ-მ რუსეთის კომპანია United Co. Rusal-ს სანქციები დააკისრა, ზოგიერთი დასაქმებული ნერვიულობს იმაზე, გადაუხდიან თუ არა მათ ხელფასს შემდეგ კვირას. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები, ბანკები და მომმარაგებლები გაურბიან ოლეგ დერიპასკას ბიზნეს იმპერიას.

60,000 ზე მეტი რუსი მომუშავე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დახმარების იმედზე არიან, მაგრამ არ არის ზუსტი გეგმა. დრო კი გადის და კომპანია Rusal-ს ფული მალე ეხარჯება.

კრემლი დერიპასკას დაეხმარება, მაგრამ მათ სტრატეგია ჯერ არ შეუმუშავებიათ, ამბობს გლებ პავლოვსკი, პუტინის მრჩეველი პირველი ორი კვარტალის განმავლობაში. მისივე განცხადებით, სახელმწიფოს გაუჭირდა გეგმის სწრაფად შედგენა ამერიკის მიერ დაკისრებული სანქციების გამო.

პოლიტიკურად, პუტინს არ შეუძლია Rusal-ის ჩავარდნის დაშვება. კომპანია ახორციელებს ოპერაციებს მოსკოვიდან ციმბირამდე. ოლეგ დერიპასკა ასევე ფლობს ელექტრო სადგურებს, ფერმებს, რეგიონალურ აეროპორტებს და მანქანის ქარხნებს. ჯამში, მას დასაქმებული ჰყავს 150 000-ზე მეტი ადამიანი.

სანამ დასაქმებულები ნერვიულობენ იმაზე რომ აშშ-ს სანქციები გააქრობს სამუშაო ადგილებს და დახურავს ქარხნებს, სახელმწიფო შფოთვის ნიშნებს არ იძლევა. პუტინს გადაურჩენია Rusal-ი კრიზისის დროს და ცოტა ვარაუდობს რომ კრემლი კომპანიას ბიზნესიდან გასვლის უფლებას მისცემს.

Rusal-ს აქვს საკმარისი თანხა, რომ დაფაროს მიმდინარე გადასახადები. ხელფასები მუშავდება რამდენიმე ბანკის მიერ, Raiffeisen Bank-ის ჩათვლით, რომელმაც განაცხადა წინა კვირას, რომ გეგმავს სანქციადაკისრებულ კომპანიებთან მუშაობის შეწყვეტას. Rusal-ში დასაქმებულმა პირებმა განაცხადეს, რომ ნერვიულობენ იმის თაობაზე, რომ ხელფასს შემდეგ კვირას ვერ მიიღბენ.

ხელფასების პრობლემამ შეიძლება თავი იჩინოს პირველად საზღვარგარე სადგურებში.  მაგალითად, ირლანდიასა და იამაიკაში, იმიტომ რომ Rusal-ს არ შეუძლია დასავლურ ბანკებთან ურთიერთობა. დერიპასკა Rusal-ის სადგურს რამდენიმე დღის წინ ირკუცკში ეწვია, სადაც კომპანია მის რამდენიმე უდიდეს შენობებს ამუშავებს.

“დონალდ ტრამპის სანქციები დერიპასკისკენ იყო მიმართული, მაგრამ ისინი დასჯიან ჩვეულებრივ ხალხს იმ რეგიონებში, რომლებსაც კრემლი ვერ დააიგნორებს“, – განაცხადა სლავა სმოლიანინოვამ.

სახელმწიფომ აუცილებლად მიიჩნია Rusal-ის დახმარება, მაგრამ ყველაზე დიდი შტატის ბანკებსაც კი არ შეუძლიათ კომპანიასთან ურთერთობა. პრობლემის მოგვარების ზოგიერთ ვარიანტში დერიპასკას თავისი პოზიციიდან გადადგომაც განიხილება, თუმცა ეს იდეა ოფიციალურად არ განიხილება.

“ჩვენ ძალიან ყურადღებით ვართ ჩვენი კომპანიების მიმართ – მათ ჰყავთ ათასამდე მომუშავე, ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩვენი ქვეყნისთვის”, – არკადი დვორკოვიჩი.

ზოგიერთი ალუმინის ქარხანა შეიძლება რამდენიმე კვირაში დაიკეტოს თუ მათ არ აქვთ წვდომა იმ მატერიალთან საზღვარგარეთ რაც ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. დახმარების გარეშე, რუსეთის ის ქალაქები, სადაც აღნიშნული კომპანიის ქარხნები მდებარეობს, სანქციების შედეგად კრიზისულ სიტუაციაში ჩავარდებიან. დაზარალდება ასევე სხვა ეკონომიკებიც.

 Rusal-ი ფლობს ქარხნებს შვედეთში, ავსტრალიაში, იტალიასა და ნიგერიაში, რომლებიც ასევე სანქციების შედეგად განიცდიან ზარალს. ნადვოიცში, სადგური ჯერ კიდევ მუშაობს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ ალუმინის სადგური დახურვისგან 2013-ში გადაარჩინა და ახლა კვლავ უნდა დაეხმაროს.

ზაზა ხორბალაძე

მომზადებულია Bloomberg-ის მიხედვით

Share