Home » ეკონომიკა » აშშ-ს მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება
აშშ-ს მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება

აშშ-ს მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება

 

რა გავლენა ექნება ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებას საქართველოზე

“ფედერალური თავისუფალი ბაზრის კომიტეტის” (Federal Open Market Committee) შეკრების შემდეგ, ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა ჯანეტ იელენმა ფედერალური ფონდების განაკვთის (ფედერალ-ფუნდს რატე) ზრდის შესახებ განცხადება გააკეთა. მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო გაანკვეთი ამერიკის ცენტრალური ბანკის ხელში არსებული მნიშვნელოვანი მონეტარული ინსტრუმენტია, რომელიც ეკონომიკის მდგრადი განვითარების პირობების შესაქმნელად გამოიყენება. ფედერალური ფონდების განაკვეთის ზრდა ნიშნავს, რომ ბანკებს შორის მოკლევადიანი ურთიერთ-სესხება ძვირი გახდება; ეს კი გავლენას ახდენს ზოგადად, ბანკების მიერ ოჯახებსა და ფირმებზე გაცემულ სესხებზე. მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის ცვლილება გავლენას ახდენს გრძელვადიან განაკვეთებზეც, როგორიცაა იპოთეკისა და ფინანსური ქაღალდების განაკვეთები. თავის მხრივ, გრძელვადიანი განაკვეთების ზრდა შეცვლის ფასებს ქონებასა და კაპიტალზე.

“ჩვენი კომპანიები კონკურენციას ვერ უწევენ  ჩინურ იმპორტს იმიტომ, რომ ჩვენი ვალუტა არის ზედმეტად გამყარებული, ეს კლავს ჩვენს ეკონომიკას”, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი The Waal Street Journal-თან ინტერვიუში.

ტრამპის ამ განცხადებას დოლარის გაუფასურება მოჰყვა კერძოდ, დოლარის ინდექსი (DXY) 1.2%-ით შემცირდა. აღნიშნული ინდექსი აშშ-ის ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების მიმართ დოლარის სიმყარეს გამოხატავს. ამ განცხადებიდან მალევე დოლარი ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით გაუფასურდა:

დიდი ბრიტანეთი – გირვანქა სტერლინგი გამყარდა 2.3%-ით, (სავარაუდოდ ტერეზა მეის სიტყვით გამოსვლა იყო გამყარების მთავარი მიზეზი, მან BREXIT-ის სამოქმედო გეგმა წარადგინა) ეს გამყარება 2008 წლის შემდგომ ერთ დღეში მომხმადრი ყველაზე მკვეთრი გამყარებაა. ერთი ფუნტი 1.233 დოლარი გახდა; რუსეთი – რუბლი გამყარდა 1.1%-ით, ერთი დოლარის ღირებულება 59 რუბლი გახდა; ევროკავშირი – ევრო გამყარდა 0.8%-ით, ერთი ევროს ღირებულება 1.06 დოლარი გახდა; მექსიკა – მექსიკური პესო გამყარდა 0.6%-ით, ერთი დოლარის ღირებულება 21.6 პესო გახდა; იაპონია – იაპონური იენი გამყარდა 0.7%-ით, ერთი დოლარის ღირებულება 113 იენი გახდა; ოქრო – გაძვირდა 0.9%-ით, ერთი უნციის ღირებულება 1.213 გახდა; ნედლი ნავთობი – გაძვირდა 1.2%-ით, ერთი ბარელის ღირებულება 56 გახდა.

დოლარის გაძვირებას FED-ის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იწვევს. 14 დეკემბერს FED-მა პოლიტიკის განაკვეთის 0.25%-ით, 0.75%-მდე გაძვირება გადაწყვიტა, რასაც გლობალურად დოლარის კიდევ უფრო მეტად გამყარება მოჰყვა.

რა გავლენა ექნება FED-ის მხრიდან მონეტალური პოლიტიკის გამკაცრებას საქართველოსთვის “ბანკები და ფინანსები” ექსპერტ-ანალიტოკოსებს გაესაუბრა.

“ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” ხელმძღვალენი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ ამერიკაში მონეტალური პოლიტიკის გამკაცრება ჩვენთვის საგანგაშო არ არის და ეროვნულ ბანკს პროცესისადმი ადეკვატური, თანმხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

“რეფინანსირების სესხი მოკლევადიანი სესხია. ჩვენთან ეს ერთკვირიანია, ამერიკაში კი საერთოდ სადღეღამისო სესხია. ძირითადად, როდესაც რეფინანსირების განაკვეთი იზრდება, ცხადია, ბანკებს ნაკლებად უჩნდებათ სურვილი ისესხონ. შესაბამისად, ფულის მასის შემცირებაზე თუ არ იქნება ორიენტირებული, ყოველშემთხვევაში ზრდის შემცრიება მაინც იქნება. ეს მულტიფიცერებას აკეთებს საბაზრო განაკვეთებში და, როგორც წესი, ფული ძვირდება. დოლარზე არსებული მოთხოვნის პირობებში, დოლარზე ფასი გაიზრდება. თუმცა, ეს ლარის დოლართან აუცილებელ გაუფასურებას არ ნიშნავს იმიტომ, რომ ეროვნულ ბანკს შეუძლია გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. ის, რომ ლარის გაუფასურება ექსპორტის ხელშემწყობია და მსგავსი არგუმენტები ვხედავთ, რომ არ მუშაობს. ბოლო 3 წელია ვხედავთ, რომ სისტემატიური ხასიათი მიიღო გაუფასურებამ, თუმცა ექსპორტს ამით ხეირი არ უნახავს. ლარის კურსისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა. როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე ინტეგრაციაზეა საუბარი აქ მნიშვნელოვანია დოლარი, რადგან გაცვლის საშუალება ის არის. შესაბამისად, დოლართან მყარი კურსი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თუ შევინარჩუნებთ მყარ კურსს ბიზნესს ექნება საშუალება განვითარედეს რყევების და გადახვევების გარეშე. ამერიკაში რაღაცის ცვლილებება ჩვენთვის არ არის საგანგაშო”, – აცხადებს შეშელიძე.

ეკონომისტი, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ვახტანგ ხომიზურაშვილი მიიჩნევს, რომ ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა დოლარის გაიაფებას გულისხმობს და ფედ-ის მხრიდან მონეტალური პოლიტიკის გამკაცრება ჩვენზე არანაირ გავლენას არ იქონიებს.

“რეალურად, არ ვიცი რამდენად მოხდება ამერიკაში მონატალური პოლიტიკის გამკაცრება. ყოველშემთხვევაში, თუ გამკაცრდა მონეტალური პოლიტიკის განაკვეთი ჩვენ დოლარის გამყარებაზე უნდა ვიფიქროთ თვითონ შტატებში. ტრამპს აქვს სხვა ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ნიშნავს თვითონ დოლარის გაიაფებას. ჯერჯერობით, უნდა ველოდოთ დოლარის გამყარებას იმიტომ, რომ თუ კი გამკაცრდება ფედერალური რეზერვების მხრიდან სესხების გაცემა თავისთავად, პირდაპირ იქონიებს გავლენას დოლარის გამყარებაზე. ჩვენთან მიმართებაში, აბსოლუტურად არ იქონიებს გავლენას, იმიტომ, რომ ჩვენ იმდენად არ ვართ ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში და საერთოდ საფინანსო სისტემაში, რომ არანაირი გავლენა არ ექნება”, – ამბობს ხომიზურაშვილი.

ამერიკაში მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგების აღმოფხვრისთვის, გასული წლების მანძილზე იაფი ფულის პოლიტიკა მოქმედებდა. 2006 წლის ივნისში ამერიკაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5.25%-ს შეადგენდა. მას შემდეგ ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს მუდმივად ამცირებდა, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, FED-მა საპროცენტო განაკვეთის თითქმის 0%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. უკვე 2014 წლის მეორე ნახევრიდან აშკარა გახდა, რომ აშშ კრიზისიდან გამოვიდა, რის გამოც შერბილებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება საჭირო აღარ იყო. FED-მა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 2015 წლის ბოლოდან დაიწყო.

ავტორი: ბაჩანა ჯინჭარაძე

Share