Home » მსოფლიო » აშშ-მ რუსეთის მოქალაქეებს, რომელთაც შტატებში გასამგზავრებელი ვიზების მიღება სურთ, „უსახლკარო ერების“ მოქალაქეთა კატეგორია მიანიჭა

აშშ-მ რუსეთის მოქალაქეებს, რომელთაც შტატებში გასამგზავრებელი ვიზების მიღება სურთ, „უსახლკარო ერების“ მოქალაქეთა კატეგორია მიანიჭა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც შტატებში გასამგზავრებელი ვიზის გაფორმება სურთ, „უსახლკარო ერების“ (Homeless Nationalities) მოქალაქეთა კატეგორია მიანიჭა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, რომელიც შეიცავს ინსტრუქციას ვიზის მიღების განმცხადებელთათვის.

დოკუმენტის თანახმად, ასეთ სტატუსს ამერიკის ხელისუფლება ანიჭებს ადამიანებს იმ ქვეყნებიდან, სადაც შეერთებულ შტატებს არ გააჩნია საკუთარი საკონსულო წარმომადგენლობა, ან მათ, სადაც შექმნილია არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა, რის გამოც აშშ-ის დიპლომატებს არ შეუძლიათ თავისი ფუნქციის შესრულება.

სიაში მოხვდნენ, ასევე: კუბა, ირანი, ლიბია, სომალი, სამხრეთ სუდანი, სირია, ვენესუელა და იემენი.

დოკუმენტი რუსეთის მოქალაქეებს ინსტრუქციას აძლევს, რომ აშშ-ის ვიზის მოთხოვნის შემთხვევაში, მათ უნდა მიმართონ აშშ-ის საელჩოს ვარშავაში.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე რუსეთმა აშშ „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შეიყვანა და ამერიკის საკონსულოების მუშაობა შეზღუდა.

ipn.ge

Share