Home » საზოგადოება » „აშშ-ის უზენაეს სასამართლოში 9 მოსამართლიდან 6 კონსერვატორია და ტრამპს იქ არავინ დაჩაგრავს“

„აშშ-ის უზენაეს სასამართლოში 9 მოსამართლიდან 6 კონსერვატორია და ტრამპს იქ არავინ დაჩაგრავს“

სცენარი სავარაუდოდ, იქნება შემდეგი, ტრამპმა უკვე შეკრიბა „ოლ სთარ“ ადვოკატები. ისინი უკვე ჩავიდნენ შტატებში. რამდენიმე ათეული საჩივარი დაიწერა, ითხოვენ ვისკონსინის, მიჩიგანის, პენსილვანიის გადათვლას და ჯორჯია და კაროლინა წააგებინეს, იქაც აუცილებლად მოითხოვენ – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ირაკლი გოგავამ გადაცემა „ფეისბურგში“ განაცხადა.

„საარჩევნო დავებს ამერიკაში განიხილავს უზენაესი სასამართლო, რომელსაც ჰყავს 9 მოსამართლე. მათგან 6 არის კონსერვატორი და სამი არის ლიბერალი. ტრამპს არ დაჩაგრავენ თუ იქ მართლაც რაიმე ხდება. ქვეყნდება ვიდეოები, რომ რესპუბლიკელი დამკვირვებლები არ შეუშვეს. რესპუბლიკელ კომისიის წევრებს უთხრეს, დავხუროთ უბანი, ყველა წავიდეთო, გაუშვეს ისინი და გააგრძელეს დათვლა.

დიდი რაოდენობით ყუთების მოძრაობა არის დაფიქსირებული სხვადასხვა შტატში. დეკემბერში უნდა შედგეს 538 ხმოსანის შეკრება. 20 იანვრამდე დონალდ ტრამპი არის ამერიკის პრეზიდენტი. იქამდე სასურველია ლეგალურად გაირკვეს ყველაფერი“, – განცხადა ირაკლი გოგავამ.

Share