Home » მსოფლიო » აშშ-ის სენატმა სახაზინო მდივნად ჯანეტ იელენი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა სახაზინო მდივნად ჯანეტ იელენი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა სახაზინო მდივნის თანამდებობაზე ჯანეტ იელენი დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯანეტ იელენს მხარი 84-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი – 15 წავიდა. ყველა ის სენატორი, რომელმაც იელენს მხარი არ დაუჭირა „რესპუბლიკელია“.

აღსანიშნავია, რომ ჯანეტ იელენი პირველი ქალია აშშ-ის ისტორიაში, რომელიც ქვეყნის სახაზინო დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.

74 წლის ეკონომისტი იელენი 2014-2018 წლებში შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე იყო. სახაზინო მდივნის თანამდებობაზე კი იელენის მთავარი საზრუნავი ქვეყნის კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენა იქნება.

Share