Home » საზოგადოება » აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეროვნული ბანკის საქმიანობას დადებითად აფასებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეროვნული ბანკის საქმიანობას დადებითად აფასებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას აფასებს.

როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საბანკო სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია, მეზობელი ქვეყნების წინაშე მდგარი რეგიონული და გლობალური სირთულეების მიუხედავად, საქართველოს საბანკო სექტორი კარგად რეგულირებული და კაპიტალიზებულია.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას დადებითად აფასებს.

ანგარიშში აღნიშნულია: „საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საკრედიტო სარეიტინგო კომპანიები და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები პოზიტიურად აფასებენ სებ-ის მაკროეკონომიკურ ჩარჩოს და ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს. 2021 წლის მარტში სებ-მა საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ის “გამჭვირვალობის ჯილდო” მიიღო.

ამით ხაზი გაესვა სებ-ის მონეტარული პოლიტიკის გაუმჯობესებულ კომუნიკაციას, ფინანსურ სტაბილურობას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას და ფინანსურ განათლებას. ამავე გამოცემამ სებ-ი 2020 წლის “რისკების მენეჯერის ჯილდოს” კანდიდატად დაასახელა. გამოცემამ Global Finance სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2020 წელს უკვე მესამედ დაასახელა საუკეთესო ცენტრალურ ბანკირად.”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საბანკო სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია. მეზობელი ქვეყნების წინაშე მდგარი რეგიონული და გლობალური სირთულეების მიუხედავად, საქართველოს საბანკო სექტორი კარგად რეგულირებული და კაპიტალიზებულია.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში არსებული საინვესტიციო გარემო შეაფასა. დოკუმენტი 170-ზე მეტი ქვეყნის ბიზნეს გარემოს და ეკონომიკას მიმოიხილავს.

კვლევის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო გარემო შეაფასა. დოკუმენტში დეტალურად არის განხილული თუ რამდენად ღიაა ქვეყანა ინვესტიციებისათვის, ქვეყნის ფინანსური სექტორი, არსებული სამართლებრივი საკითხები და სხვა.

წყარო: https://www.state.gov/reports/2021-investment-climate-statements/

https://ge.usembassy.gov/2021-investment-climate-statements-georgia/ „, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share