Home » საზოგადოება » აშშ-ის საელჩო უცხოელებს საქართველოში ზაფხულის გატარებას ურჩევს
აშშ-ის საელჩო უცხოელებს საქართველოში ზაფხულის გატარებას ურჩევს

აშშ-ის საელჩო უცხოელებს საქართველოში ზაფხულის გატარებას ურჩევს

#SpendYourSummerInGeorgia – ამერიკის საელჩო საქართველოში Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ზაფხულის საქართველოში გატარებისკენ მოუწოდებს.

საელჩო საკუთარ გვერდზე ამერიკელი დიპლომატების პოსტებს აქვეყნებს, რომლებიც საქართველოში ვიზიტს ეძღვნება. გარდა ამისა, ამერიკის საელჩო საქართველოში twitter-ზეც აქვეყნებს პოსტს და საზოგადოებას ზაფხულის საქართველოში გატარებისკენ მოუწოდებს.

„ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან ძვირფასია საქართველოში გატარებული დრო. ყოველ სეზონს მოაქვს ახალი ხედები და აღმოჩენები. ჩემმა გოგოებმა თხილამურებით სრიალი გუდაურში, კავკასიის დიდებული ლანდშაფტების ფონზე ისწავლეს. ბორჯომში ლაშქრობაზე წავედით და დავაგემოვნეთ წყლები. ვისიამოვნეთ ბათუმის ბულვარით. კახეთში, სიღნაღის ჯადოსნური ბილიკები მოვიარეთ. ზუგდიდში მეგრული სამზარეულოს არაჩვეულებრივი არომატებით დავტკბით. ეს სია უსასრულოა.
თუმცა, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ის გულითადი მასპინძლობაა, რომლითაც მიგვიღეს ახალმა მეგობრებმა, კლასელებმა და კოლეგებმა თბილისსა და მთელ საქართველოში. საქართველო არის ადგილი, სადაც ადამიანებს ძალიან უყვართ თავისი სახლი, მიწა და საზოგადოება. საქართველოს არავინ ტოვებს წარუშლელი მოგონებების გარეშე და ყველას რჩება შეგრძნება, რომ მათი ცხოვრება ამ გამოცდილებამ უკეთესი გახადა და გაამდიდრა.“ – ჯულიუს ცაი, ამერიკელი დიპლომატი

“My family and I have so cherished our time in Georgia. Every season brings fresh vistas and revelations. From my daughters learning how to ski in the magnificent Caucasus landscapes of Gudauri, to hiking and taking in the waters in Borjomi, enjoying the Boulevard in Batumi, walking the magical lanes and byways of Sighnagi in Kakheti, enjoying the wonderful flavors of Megrelian cuisine in Zugdidi – the list goes on and on.

But what we treasure most is the warm-hearted welcome we have received from our new friends, classmates, colleagues in Tbilisi and all throughout Georgia. Georgia is a place where folks really love their homes, this land, and their local communities. No one that comes to Georgia ever leaves without lasting memories and a sense that one’s life is better and richer for the experience.” – Julius Tsai, American Diplomat

#spendyoursummeringeorgia

,,საქართველომ ჩემი გული დაიპყრო. ჩემს ყველა მეგობარსა და ოჯახის წევრს ვურჩევ, ზაფხული აქ გაატაროს – და ისინი ასეც იქცევიან. ბევრს ვუმასპინძლეთ აქ, მათ შორის ჩემს მშობლებს, რომლებიც ნამდვილ ქართულ სუფრაზე მოხვდნენ კახეთში, ჩვენს მეგობრებთან. საქართველოს საოცრად მდიდარი კულტურული წარსული აქვს და გულით ველი მის ნათელ მომავალს. გამუდმებით შთამაგონებს ეს ხალხი, რომელიც შრომობს თავისი საზოგადოების გაუმჯობესებისათვის და აშენებს წარმატებულ, თავისუფალ საქართველოს.” – ერინ ჯარეტი, ამერიკელი დიპლომატი.

This country has truly stolen my heart. I would encourage all my friends and family to #SpendYourSummerInGeorgia—and they already have! We have welcomed so many visitors to here, including my parents who experienced an authentic Supra with our friends in Kakheti. Georgia has such a rich cultural past, but I’m even more excited to see what Georgia’s future will bring. I am constantly inspired by the people I meet working to improve their communities and build a Georgia that is prosperous and free. – Erin Jarrett, American Diplomat.

Share