Home » საზოგადოება » “აშენდება ახალი ხიდები და ესტაკადები, გამოთავისუფლდება რკინიგზის ტერიტორია”
"აშენდება ახალი ხიდები და ესტაკადები, გამოთავისუფლდება რკინიგზის ტერიტორია"

“აშენდება ახალი ხიდები და ესტაკადები, გამოთავისუფლდება რკინიგზის ტერიტორია”

თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ მორიგ ვიდეომიმართვაში ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აუცილებლად შესამუშავებელია ტრანსპორტის განვითარების ერთიანი ხედვა.

„ჩემი მერობის პირობებში, შეიქმნება სატრანსპორტო სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ქალაქის ურბანულ განვითარებაში. სწორედ ამ სტრატეგიის გათვალისწინებით მოხდება სამშენებლო ნებართვების გაცემა, რათა ქაოტურმა მშენებლობებმა არ დაახშოს ქალაქის სატრანსპორტო არტერიები. მოხდება ახალი ხიდებისა და ესტაკადების მშენებლობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, არსებული სამარშრუტო ხაზების გადახედვა და ახალი მარშრუტების დამატება, თბილისის რკინიგზის ტერიტორიის გამოთავისუფლება და მისი ქალაქის ინტერესებისთვის გამოყენება“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, საცობების განტვირთვის მიზნით, დაინერგება ახალი ტექნოლოგიები, სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობით მუდმივ რეჟიმში გამოვლინდება ქალაქში გადატვირთული წერტილები.

„მხოლოდ ასეთი კომპლექსური მიდგომების შემთხვევაშია შესაძლებელი საცობებისა და მთლიანად სატრანსპორტო პრობლემების სტრატეგიული გადაწყვეტა“, – დასძინა კალაძემ.

 

Share