Home » საზოგადოება » “ასეთი ტემპით 4 წელიწადი მოვუნდებით მოსახლეობის თუნდაც ნახევრის აცრას, ანტიჩინური ისტერია ვნებს მთლიანად აცრის კამპაანიას”

“ასეთი ტემპით 4 წელიწადი მოვუნდებით მოსახლეობის თუნდაც ნახევრის აცრას, ანტიჩინური ისტერია ვნებს მთლიანად აცრის კამპაანიას”

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რი რო­მან გო­ცი­რი­ძე “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ წერს:

“თურ­ქეთ­ში ერთ დღე­ში 45 ათა­სი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, რაც სარ­ე­კორ­დო ოდე­ნო­ბაა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის დღი­დან. ქვე­ყა­ნა­ში მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი და კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი წეს­დე­ბა ხე­ლახ­ლა.

თურ­ქე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა არის 83 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი, სა­დაც დღე­ი­სათ­ვის, ძი­რი­თა­დად ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნით, აიც­რა 9,5 მი­ლი­ო­ნი კაცი, მო­სახ­ლე­ო­ბის 11 პრო­ცენ­ტი (ორი­ვე­ჯერ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის 8 პრო­ცენ­ტი).

ევ­რო­პულ-ამე­რი­კულ ვაქ­ცი­ნას რომ და­ლო­დე­ბოდ­ნენ, რო­მელ­ზეც დიდი დე­ფი­ცი­ტია თვით ევ­რო­პა­ში და ამე­რი­კა­ში, თურ­ქეთს თვე­ე­ბი კი არა, შე­იძ­ლე­ბა წლე­ბიც დას­ჭირ­ვე­ბო­და მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ასაც­რე­ლად.

ევ­რო­პა­შიც კი ეს პრო­ცე­სი ძა­ლი­ან ცუ­დად მი­დის – მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 16 პრო­ცენ­ტია აც­რი­ლი. თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა თქმა უნდა ყვე­ლა რის­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით იქ­ნე­ბო­და მი­ღე­ბუ­ლი, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის რის­კი­თაც.

ჩვენ უფრო ფრთხი­ლად ვიქ­ცე­ვით-ვე­ლო­დე­ბით ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აღი­ა­რე­ბას. ამის შემ­დეგ ყვე­ლას ექ­ნე­ბა არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა – ჩი­ნუ­რე­ბით აიც­რას, ევ­რო­პუ­ლით, ამე­რი­კუ­ლით თუ სა­ერ­თო­დაც არ აიც­რას. არა­ვინ არა­ვის არა­ფერს აძა­ლებს.

70 ათა­სამ­დე დო­ზაა შე­მო­ტა­ნი­ლი ქვე­ყა­ნა­ში ფა­ი­ზე­რი და ას­ტრა­ზე­ნე­კა და ორ კვი­რა­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ 10 ათა­სამ­დეა აც­რი­ლი. ასე­თი ტემ­პით 4 წე­ლი­წა­დი მო­ვუნ­დე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბის თუნ­დაც ნა­ხევ­რის აც­რას.

ასეთ ფონ­ზე ატე­ხი­ლი ან­ტი­ჩი­ნუ­რი ის­ტე­რია ვნებს მთლი­ა­ნად აც­რის კამ­პა­ა­ნი­ას და ნდო­ბას უკარ­გავს არა მხო­ლოდ ჩი­ნურ, არა­მედ სხვა, ფაქ­ტობ­რი­ვად უსაფრ­თხოდ მიჩ­ნე­ულ ვაქ­ცი­ნებს.

„40 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით, შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის“

Share