Home » მსოფლიო » არგენტინის პრეზიდენტს, რომელიც იანვარში რუსული ვაქცინით აიცრა, კორონავირუსი დაუდგინდა

არგენტინის პრეზიდენტს, რომელიც იანვარში რუსული ვაქცინით აიცრა, კორონავირუსი დაუდგინდა

არგენტინის პრეზიდენტს, ალბერტო ფერნანდესს, რომელიც იანვარში რუსული ვაქცინა „სპუტნიკით“ აიცრა, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ალბერტო ფერნანდესმა Twitter-ზე დაწერა.

„2 აპრილის საღამოს ჩავაბარე ტესტი ანტიგენზე და მისი შედეგი დადებითი აღმოჩნდა. ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ველოდები PCR-ტესტის შედეგებს“, – წერს არგენტინის პრეზიდენტი.

არგენტინაში ვაქცინაცია დეკემბერში დაიწყო. 45-მილიონიან ქვეყანაში ამ დრომდე 3,5 მილიონზე მეტი აცრაა გაკეთებული, მათ შორის 500 000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე ვაქცინის ორ-ორი დოზა მიიღო.

არგენტინაში ვაქცინაცია რუსული „სპუტნიკით“, ჩინური „სინოფარმით“ და „ასტრაზენეკას“ ინდური ვერსიით მიმდინარეობს.

imedinews.ge

Share