Home » ბიზნესი » არჩილ უსანეთაშვილი ვითიბი ყაზახეთის კორპორატიული ბიზნესის  დირექტორი – დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

არჩილ უსანეთაშვილი ვითიბი ყაზახეთის კორპორატიული ბიზნესის  დირექტორი – დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

2021 წლის 6 სექტემბრიდან, არჩილ უსანეთაშვილმა, ვითიბი ყაზახეთის კორპორატიული ბიზნესის განვითარების დირექტორის – დირექტორთა საბჭოს წევრის, თანამდებობა დაიკავა.

უსანეთაშვილი ამ პოსტის დაკავებამდე, საქართველოში,  ვითიბი ბანკის კორპორატიული ბიზნესის განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.  მას საფინანსო სფეროში საქმიანობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს.

„ვითიბი საქართველო არის შესანიშნავი ორგანიზაცია, რომელსაც ქვეყანაში გამორჩეული პროფესიონალების გუნდი უდგას სათავეში.

მიხარია, რომ  ამ ბანკის გუნდის წევრი ვიყავი და ბანკში ყოფნის პერიოდში ვითიბი საქართველოს კორპორატიული მიმართულება,  ჯგუფის მასშტაბით, მოწინავე ადგილს იკავებდა წლების განმავლობაში“ – განაცხადა არჩილ უსანეთაშვილმა.

 

Share