Home » ბიზნესი » არჩილ გაჩეჩილაძე: საფონდო ბირჟის ნახტომისებურ განვითარებას არ ველი

არჩილ გაჩეჩილაძე: საფონდო ბირჟის ნახტომისებურ განვითარებას არ ველი

საფონდო ბირჟის ნახტომისებურ განვითარებას არ ველოდები, – ამის შესახებ საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბირჟა, რომელიც დღეს არსებობს, მის გადაიარაღებაში ფინანსური სახსრები რამდენიმე ძირითადმა ბანკმა გაიღო.

“მილიონობით ლარი დაიხარჯა იმაზე, რომ ახალი სისტემები გაშვებულიყო. მიუხედავად ამისა, იქ დღეს არანაირი შემოსავალი არ არის, მაგრამ შექმნილია ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ როგორც კი ეს წამოვა, ამის შესაძლებლობა შეიქმნას. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის ზომა იყოს ჯერადობით უფრო მეტი ვიდრე დღეს არის. აუცილებელია, რომ საქართველოს ხედვა იყოს, რომ ეს არის ღია ეკონომიკა, ფინანსური ცენტრი. სანამ ეს არ მოხდება, რადიკალური ცვლილებები ამ კუთხით, შეიძლება ცოტა ნაადრევი იყოს,” – აცხადებს გაჩეჩილაძე.

წყარო: business-partner.ge

Share