Home » ახალი ამბები » არცერთი ბავშვი ყურადღების გარეშე
არცერთი ბავშვი ყურადღების გარეშე

არცერთი ბავშვი ყურადღების გარეშე

 

 ორგანიზაცია გადავარჩინოთ ბავშვები განაგრძობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას

ამა წლის 21დეკემბერს 13:00 საათზე, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში (#1 საჯარო სკოლა)ორგანიზაციის,,გადავარჩინოთ ბავშვები“ მიერ დაგეგმილია ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების ცნობიერების ამაღლებას და დამოკიდებულების შეცვლას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ.

ღონისძიებას წარუძღვებიან მსახიობები რუსკა და ნინო მაყაშვილები, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის აქტიობები, მათ შორის გაკვეთილის სიმულაცია, ზღაპრის თხრობა, ერთობლივი თამაშები და სკოლის ბაღის გალამაზება ახალი ნერგებით.

ღონისძიებას დაესწრებასაქართველოს პირველი ლედი – მაკა ჩიჩუა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები და შშმ პირების კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები.

ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვები“ თითქმის 100 წელია რაც მოღვაწეობს მსოფლიოს 90 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 23 წელი აქტიურად იცავს ბავშვთა უფლებებს და ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე.

ღონისძიება ხორციელდება მარგარეტ კარგილის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის – ,,თემზე დაფუძნებული მომსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის“ ფარგლებში

Share