Home » საზოგადოება » არასამთავრობო სექტორი, ოჯახების დღესთან დაკავშირებით, ინიციატივით გამოდის
არასამთავრობო სექტორი, ოჯახების დღესთან დაკავშირებით, ინიციატივით გამოდის

არასამთავრობო სექტორი, ოჯახების დღესთან დაკავშირებით, ინიციატივით გამოდის

არასამთავრობო სექტორი, ოჯახების დღესთან დაკავშირებით, ინიციატიცით გამოდის

“15 მაისი ოჯახების საერთაშორისო დღეა!

გილოცავთ ოჯახების საერთაშორისო დღეს!

საქართველოს ყველა ოჯახს ვუსურვებთ მშვიდობას, ბარაქას, კეთილდღეობას!

მსოფლიოში ეს დღე  1994 წლიდან აღინიშნება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის  რეზოლუციის თანახმად წევრი ქვეყნების მთავრობებს ევალებათ იზრუნონ თითოეულ ოჯახზე, როგორც ქვეყნის ძლიერების უტყუარ გარანტზე.

ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ოჯახის მდგრადობა, კეთილდღეობა, სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავი და ვალდებულებაა.

ამასთან ერთად, ჩვენ, საზოგადოების წევრები თავადაც ვგრძნობთ  ჩვენ  წილ პასუხისმგებლობას და გამოვთქვამთ  სურვილს ხელი შევუწყოთ სახელმწიფოს ოჯახის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში.

ამ საქმეში  ხელისუფლების, საზოგადოების, ეკლესიის, ბიზნესის, მედიის ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს ოჯახის ინსტიტუტის შენარჩუნებასა და გაძლიერებას.

ყოველივე აქედან გამომდინარე, საზოგადოებას ვთავაზობთ წინადადებას საქართველოში მშობლებისათვის დაწესდეს ყოველწლიური ეროვნული საზოგადოებრივი ჯილდო.

ღირსეული შვილებისა და მოქალაქეების აღზრდაში შეტანილი  განსაკუთრებული წვლილისათვის მშობლების როლის წარმოჩენით, აღიარებით  ჩვენ მეტ სტიმულს მივცემთ ფუძემყარ ოჯახებს, ხელს შევუწყობთ ჰარმონიული ოჯახების განვითარებას. ოჯახში ჰარმონია კი  არის ჰარმონია  სახელმწიფოში, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია  დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობისათვის” – ნათქვამია “ბავშვთა საერთაშორისო ფონდისა” და “ქალები საქართველოს რეგიონებში”-ს განცხადებაში.

აქვე გთავაზობთ კონკურსის დებულებას:

კონკურს

 მშობელთათვის დაწესებული ეროვნული საზოგადოებრივი პრემიის

ესკიზის საუკეთესო პროექტის გამოსავლენად

კონკურსის მიზანი:

მშობელთათვის დაწესებული ეროვნული საზოგადოებრივი პრემიის გამომსახველი ესკიზის პროექტის შექმნა.

კონკურსის პრემია

კონკურსში გამარჯვებულისათვის დაწესებულია ერთჯერადი ფულადი პრემია 1000(ათასი ლარი) ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).

კონკურსში მონაწილეობის პირობები

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირს, ავტორთა ჯგუფს.

პრემიის გამომსახველი ესკიზის კომპოზიცია უნდა შეესაბამებოდეს პრემიის იდეას.

საკონკურსო პროექტის შესრულების სტილი თავისუფალია.

კონკურსანტი თავისუფალია გამოსაყენებელი მასალის შერჩევაში.

პროექტის საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს .

კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო პროექტის წარდგენა.

კონკურსი ტარდება ერთ ტურად.

გამარჯვებული პროექტი  ფონდის კუთვნილებაა.

კონკურსზე წარმოდგენილი  ყველა სხვა მასალა ავტორს და/ან ავტორთა ჯგუფს უკან უბრუნდება კონკურსის დასრულების შემდეგ.

კონკურსში პროექტების წარმოდგენის წესი

კონკურსის მასალას (ესკიზს) თან უნდა ერთვოდეს განმარტებითი ბარათი (არა უმეტეს ერთი გვერდისა) წარმოდგენილი ესკიზის კონცეფციის თაობაზე.

ავტორი და/ან ავტორთა ჯგუფი ვალდებულია აღწეროს პრიზი, მიუთითოს გამოყენებული მასალები, ზომები. აუცილებელია განხორციელებისთვის საჭირო თანხის მითითება (ხარჯთაღრიცხვა) ეროვნულ ვალუტაში.

აუცილებელია  მითითებულ იქნას ავტორის  და/ან ავტორთა ჯგუფის წევრთა ვინაობა (სახელი  და გვარი), მისამართი, საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, ელ.ფოსტა) .

აუცილებელია განმარტებით ბარათზე ავტორის და/ან ავტორთა ჯგუფის წევრთა ხელმოწერა.

აუცილებელია  წარმოდგენილ იქნას, აგრეთვე, საკონკურსო მასალების CD (ელექტრონული) ვერსია.

კონკურსის მასალები წარმოდგენილი უნდა იქნეს დალუქული კონვერტით. დალუქულ კონვერტზე მითითებულ უნდა იქნეს მხოლოდ დევიზი.

კონკურსის შედეგები

კონკურსის შედეგებს შეაჯამებს და გამარჯვებულს გამოავლენს სპეციალური საკონკურსო კომისია.

საკონკურსო კომისია გამოავლენს მხოლოდ ერთ გამარჯვებულს.

კონკურსის  შედეგები ეცნობებათ კონკურსანტებს.

კონკურსის შედეგად გამარჯვებულ კონკურსანტთან/კონკურსანტებთან ფონდი უზრუნველყოფს ხელშეკრულების გაფორმებას.

ანგარიშსწორება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კონკურსის საჯაროობა

საკონკურსო პირობებისა და კონკურსის შედეგების მასალების გამოქვეყნება საჯაროა.

დაინტერესებულ პირებს დამატებით მიეწოდებათ კონკურსის პირობები.

მასალები გაიცემა როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ვერსიის სახით.

კონკურსის ვადები

კონკურსანტთა მიერ პროექტის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის  30 ივნისი.

საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტების განხილვა შედგება 2018 წლის  სექტემბერში.

კონკურსი ჩაშლილად ითვლება თუ საკონკურსო კომისია არ გამოავლენს კონკურსში გამარჯვებულს.

კონკურსის მასალები წარმოდგენილი უნდა იქნეს მისამართზე: თბილისი, ჩუბინაშვილის 57,  II სართ.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ: 599079956

Share