Home » ფინანსები » არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2020 წლის ბოლოსათვის 94.5 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 4.7% გამოსახული იყო უცხოური ვალუტით

არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2020 წლის ბოლოსათვის 94.5 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 4.7% გამოსახული იყო უცხოური ვალუტით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2020 წლის ბოლოსათვის 94.5 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 4.7 პროცენტი გამოსახული იყო უცხოური ვალუტით.

როგორც საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2020 წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 20.9 მილიარდი ლარია.

„2020 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 3.4 მილიარდი ლარი იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი – 30.9. 2020 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 54.5 მილიარდ ლარს გაუტოლდა (აქედან, მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა 14.4 მილიარდ ლარს). მთლიანი ვალდებულებებიდან 13.7 მილიარდი ლარი წარმოადგენს ვალდებულებებს უცხოური ვალუტით.

მთლიანი ვალიდან არარეზიდენტების მიმართ 2020 წლის ბოლოსათვის არსებულმა ვალმა (საგარეო ვალი) 8.0 მილიარდი ლარი შეადგინა. ფინანსური წარმოებულების ღირებულება 29.4 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 2020 წლის ბოლოსათვის 40.0 მილიარდი ლარი შეადგინა.

არაფინანსური კორპორაციების მიერ 2020 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები 2.0 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მთლიანმა შემოსავლებმა 8.3 მილიარდი ლარი შეადგინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Share