Home » ფინანსები » ,,არ მინდა, ძალიან ოპტიმისტი გამოვჩნდე, მაგრამ ლარის გამყარების ალბათობა საკმაოდ მაღალია“

,,არ მინდა, ძალიან ოპტიმისტი გამოვჩნდე, მაგრამ ლარის გამყარების ალბათობა საკმაოდ მაღალია“

,,არ მინდა, ძალიან ოპტიმისტი გამოვჩნდე, მაგრამ ლარის გამყარების ალბათობა საკმაოდ მაღალია“ – ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ,,თიბისი კაპიტალის“ მთავარმა ეკონომისტმა განაცხადა.

ნადარაიამ იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

,,ჩვენი ბოლო პროგნოზი ძალაშია. დოლარზე თუ ვისაუბრებთ, წლის ბოლოსთვის ლარის კურსი იქნება 3.2-დან 3.5-იან დიაპაზონში. არ მინდა, ძალიან ოპტიმისტი გამოვჩნდე, მაგრამ ლარის გამყარების ალბათობა საკმაოდ მაღალია, რადგან უკვე წლის ბოლოს შიდა ფაქტორების მხრივ ჩვენ უკეთესი მდგომარეობა გვექნება ტურიზმის კუთხით, ექსპორტსა და გზავნილებთან ერთად.

მართლია, დიდი ცვლილება არა, თუმცა პოზიტიური. მეორე, როგორც ვიცით შემოდინებების დანაკლისის დაფინანსება წელსაც საკმაოდ მასშტაბურია, როგორც შარშან იყო. იგივე ევრობონდების რეფინანსირებაც წარმატებით მოხერხდა. მესამე და მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის მაღალი ინფლაცია, რაც ყოველთვის დადებითად მოქმედებს კურსზე.

ჩვენი პროგნოზით, არსებული კურსით შეიძლება 9%-ზეც ავიდეს ინფლაცია თუ მეტზე არა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებლია და ძალიან მაღალია იმის ალბათობაც, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კიდევ გაიზრდება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ მაღალია და რასაკვირველია ეს კურსზე დადებითად მოქმედებს. რა თქმა უნდა, საერთაშორისო გარემო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც კურსზე ყოველთვის მოქმედებს.
თურქული ლირა კვლავ არის პრობლემა. აქ შეიძლება იყოს მოლოდინების ნაწილი და ზედმეტი აქცენტირება მის გავლენაზე, თუმცა ფაქტია, რომ ეს მოქმედებს და როგორც კი ლირა უფასურდება 10%-ით დოლართან მიმართებით, 1,5%-ით უფასურდება ლარი დოლართან და ეს კავშირი ბოლო წლების განმავლობაში ასე ჩამოყალიბდა“, – განაცხადა ნადარიამ ,,საქმეში“.

BPN.GE

Share