Home » საზოგადოება » “არ გამისინჯავს არცერთი მძიმე ნარკოტიკი, მახათას მთაზე უბრალოდ ცუდად ვგრძნობდი თავს”
"არ გამისინჯავს არცერთი მძიმე ნარკოტიკი, მახათას მთაზე უბრალოდ ცუდად ვგრძნობდი თავს"

“არ გამისინჯავს არცერთი მძიმე ნარკოტიკი, მახათას მთაზე უბრალოდ ცუდად ვგრძნობდი თავს”

ეს არის მითი, რომ ჰოლანდიაში ყველა ეწევა, ჰოლანდია არის ძალიან დიდი ტრადიციების და კონსერვატორების ქვეყანა და იქაც არავის მოსწონს თავისი შვილი თუ ეწევა – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, სადაც ნარკოპოლიტიკის თემაზე ისაუბრა.

“ეს არის მითი, რომ ჰოლანდიაში ყველა ეწევა, ჰოლანდია არის ძალიან დიდი ტრადიციების და კონსერვატორების ქვეყანა და იქაც არავის მოსწონს თავისი შვილი თუ ეწევა.

რას იწვევს მარიხუანას სისტემური მოხმარება, დაგუგლეთ და ნახეთ, სერიოზული კვლევები არსებობს. ეს არის IQ-ს დადაბლება 8-დან 10 პუნქტამდე, ეს არის სერიოზული პრობლემები მეხსიერებასთან და შობადობასთან.

მე მომიწევია მარიხუანა, მაგრამ საშინლად არ მომწონებია. გამისინჯავს 90-იან წლებში. ეს იყო ჰოლანდიაში, სადაც ლეგალური იყო. არ გამისინჯავს არცერთი მძიმე ნარკოტიკი, ამას კატეგორიულად ვამბობს.

ეს იყო რუსული პროპაგანდა, – აი, კოკაინი და სააკაშვილი – რამდენი ენერგია აქვსო. ატრიალებენ მუდმივად ამ კადრებს. მახათას მთაზე უბრალოდ ცუდად ვგრძნობდი თავს. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არ გამისინჯავს არცერთი მძიმე ნარკოტიკი!”, განაცხადა სააკაშვილმა “კვირის აქცენტებში”.

Share