Home » ფინანსები » არ ეძებო ბანკომატი — ვითიბის VISA Debit ბარათით საქართველოში თანხის განაღდება ყველგან უფასოა

არ ეძებო ბანკომატი — ვითიბის VISA Debit ბარათით საქართველოში თანხის განაღდება ყველგან უფასოა

მომხმარებლები საბანკო პროდუქტების არჩევისას საკუთარ საჭიროებებს ითვალისწინებენ. ხშირად ისეც ხდება, რომ სხვადასხვა პროდუქტში სხვადასხვა მახასიათებელი მოგვწონს, რაც არჩევანის გაკეთების პროცესს გვირთულებს. სწორედ ამიტომ, ვითიბიში პროდუქტების ოპტიმიზაცია გააკეთეს და გადაწყვიტეს, სადებეტო ბარათების მიმართულებაში მომხმარებლებისთვის ისეთი რამ შეეთავაზებინათ, რომელიც საკუთარ თავში ყველა სხვა ბარათის საკეთესო მახასიათებლებს გააერთიანებდა.

საუბარია VISA Debit ბარათზე, რომელიც ბაზარზე არსებული სხვა ბარათებისგან განსხვავებით, რამდენიმე სრულიად უნიკალურ მახასიათებელს ფლობს და მომხმარებელებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

ის მახასიათებლები, რომლებიც VISA Debit-ს სხვა ბარათებისგან გამოარჩევს, სამ ძირითად ჯგუფში შეგვიძლია გავაერთიანოთ:

  • კომფორტულობა — VISA Debit ერთადერთი ბარათია, რომლის საშუალებითაც საქართველოში არსებული ნებისმიერი ბანკომატიდან თანხის განაღდება საკომისიოს გადახდის გარეშეა შესაძლებელი;
  • თვითდასაქმებულებისთვის საბანკო სერვისების მიღების გამარტივება — ამ ბარათის საშუალებით, თვითდასაქმებულ ადამიანებს საბანკო სესხისა და განვადების აღების შესაძლებლობა მიეცემათ;
  • გამარტივებული ქეშბექ სისტემა — არანაირი ქულები, ნებისმიერი სახის უნაღდო ანგარიშსწორებისას ქეშბექის სახით ეს ბარათი პირდაპირ თანხას აბრუნებს.

ფოტო: Facebook / VTB

VISA Debit-ის უნიკალური მახასიათებლების შესახებ ვითიბი ბანკის საბარათე ბიზნესის მიმართულების უფროსი, ანრი გოქსაძე გვესაუბრება და ამბობს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, ვითიბისთან ურთიერთობა მომხმარებლებისთვის სასიამოვნო გამოცდილებასთან იყოს დაკავშირებული. მისი თქმით, სწორედ ამიტომ შეიქმნა VISA Debit ბარათი, რომელიც საკუთარ თავში სხვა სადებეტო პროდუქტების საუკეთესო მახასიათებლებს აერთიანებს.

“ამ ბარათის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია მისი კომფორტულობა, რაშიც იგულისხმება ის, რომ მას აქვს უფასო განაღდების საკომისიო მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ბანკომატში. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს, არ ეძებოს ბანკომატი, ფული უსაფრთხოდ შეინახოს ამ ბარათზე და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით, უფასოდ გაანაღდოს თანხა. ვიდრე მომხმარებელი თანხას გაანაღდებს, ის მის ანგარიშზე დაცულად და უსაფრთხოდ შეინახება, რადგან ამ ბარათს აქვს ყველა მახასიათებელი, რაც არსებობს დაცულობის კუთხით: კონტაქტური და უკონტაქტო ჩიპები, 3D უსაფრთხოების სერვისი ინტერნეტით დაცული გადახდებისთვის და ა.შ”, — ამბობს ანრი გოქსაძე.

ფოტო: Concept illustration / Dribbble

ვითიბის საბარათე მიმართულების ხელმძღვანელი იმ შესაძლებლობის შესახებაც გვიყვება, რომელსაც ეს ბარათი თვითდასაქმებულებისთვის ქმნის. ანრი გოქსაძის თქმით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელფასი ანგარიშზე არ ერიცხებათ, შეუძლიათ, ხელზე აღებული თანხა შეიტანონ VISA Debit ბარათზე და დააფიქსირონ შემოსავალი — ეს მათ საშუალებას მისცემს სესხისა და განვადების აღებისას შეძლონ შემოსავლების დადასტურება, ხოლო ანგარიშიდან თანხის გატანისას ისარგებლონ უფასო განაღდებით.

“ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველოში თვითდასაქმებულები საკმაოდ მრავლად გვყავს. ასეთები არიან: გიდები, კერძო რეპეტიტორები, ტაქსის მძღოლები ა.შ ისინი ხელფასს ხელზე იღებენ და საჭიროების შემთხვევაში უჭირთ შემოსავლების დადასტურება ბანკებში. ისინი ფიზიკურად ვერ ახერხებენ სესხისა და განვადების აღებას, რადგან შემოსავალი ფაქტობრივად არ უფიქსირდებათ. ჩვენი პროდუქტი, VISA Debit ბარათი ასეთ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რომ თავიანთი ხელზე აღებული ხელფასი შემოიტანონ ამ ბარათზე, რის შედეგადაც, მათ ანგარიშზე დაფიქსირდება შემოსავალი. ბარათის მთავარი მახასიათებლიდან გამომდინარე, მათ ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით, უფასოდ, საკომისიოს გადახდის გარეშე შეეძლებათ თანხის განაღდება, ხოლო სესხის აღების დროს ანგარიშზე შეტანილი თანხები დაფიქსირდება და გაითვალისწინება, როგორც შემოსავალი, რაც ასეთ მომხმარებლებს ჩვენს ბანკში საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის საშუალებას მისცემს”, — აცხადებს ანრი გოქსაძე.

ფოტო: Retirement forms and documents / Dribbble

VISA Debit ბარათი ქეშბექ სისტემითაც გამოირჩევა. ის უნაღდო ანგარიშსწორებისას აბრუნებს არა დასაკონვერტირებელ ქულებს, არამედ პირდაპირ თანხას. ამიტომ, მომხმარებელმა ზუსტად იცის რა მოცულობის ქეშბექი დაუბრუნდა და მას ნებისმიერი მიზნობრიობით გამოიყენებს.

ჩვენ, სხვა ბანკების მსგავსად, არ გვაქვს ბონუს ქულები, რომლებიც რთული დასაკონვერტირებელი და გასაგებია მომხმარებლებისთვის. Visa Debit ბარათით 20 ლარზე მეტი ოდენობის თანხის გადახდის შემთხვევაში, ქეშბექის სახით, მომხმარებელს თანხის 0,25% უბრუნდება. ქეშბექის სისტემა მოქმედებს ნებისმიერი ტიპის გადახდაზე როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. ამასთან, ქეშბექის სახით თანხა ბრუნდება როგორც POS ტერმინალებით, ისე ინტერნეტით გადახდების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ ბარათის ანგარიში შესაძლებელია გაიხსნას ხუთ ვალუტაში: ლარში, დოლარში, ევროში, ფუნტსა და რუბლში. შესაბამისად, ნებისმიერი ვალუტით უნაღდო ანგარიშსწორებისას მოხდება ქეშბექის დარიცხვა

ამბობს ანრი გოქსაძე.

მომხმარებელს ბარათის მიღება შეუძლია როგორც ფილიალებში მისვლის შემთხვევაში, ისე დისტანციურად. ფიზიკურად ფილიალში მისვლისას ვითიბი მომხმარებელს ორ ალტერნატივას სთავაზობს — VISA Debit Instant და VISA Debit ბარათები. VISA Debit Instant ე.წ უსახელო ბარათია და ის მყისიერად გადაეცემა მომხმარებელს, ხოლო VISA Debit-ზე ხდება ბარათის მფლობელის სახელისა და გვარის დატანა და ის შეკვეთიდან ერთი დღის ვადაში მზადდება.

ბარათის დამზადების ერთჯერადი ღირებულება 10 ლარია, თუმცა ის მომხმარებლები, რომლებსაც ვითიბიში ანგარიში არ აქვთ და ამ ბარათს VTB.ge-დან შეუკვეთავენ, ამ ერთჯერადი გადასახადისგან გათავისუფლდებიან და ბარათს მათთვის სასურველ ადგილზე უფასოდ მიიღებენ.

იმ ადამიანებისთვის კი, რომლებსაც უკვე აქვთ ვითიბიში ანგარიში და VISA Debit ბარათის აღება სურთ, მუშაობს ვიდეობანკი, რომელიც ბარათის დისტანციურად შეკვეთის შესაძლებლობას იძლევა.

Share