Home » ეკონომიკა » „აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან კარგია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა“

„აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან კარგია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა“

„აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან კარგია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი, ირაკლი კოვზანაძე აცხადებს.

“ასეთი უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა ცალსახად მისასალმებელია. იმედია სწრაფი და მასშტაბური ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა სიმართლისთვის ისიც უნდა ითქვას რომ გასული წლის აპრილში გვქონდა -16.6 %-იანი რეცესია, რის ფონზეც ზრდა კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა, ანუ ეს არის ,,ზამბარის ეფექტი”, ლოქდაუნით შეკუმშული ეკონომიკა  შეზღუდვების შერბილების ფონზე მკვეთრად გაიშალა.

📌 კიდევ გავიმეორებ, რომ აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან კარგია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. ეს უნდა იყოს დასაწყისი და წინ კიდევ ძალიან ბევრი ეკონომიკური გამოწვევა და ,,კოვიდგამოცანა” გვაქვს, რასაც პროფესიული ანალიზი და ბევრი შრომა სჭირდება.

📌აპრილში საქართველოს ეკონომიკა რეკორდულად – 44.8%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის პირველი 4 თვის ეკონომიკური ზრდა 8.1% ია”, – წერს სოციალურ ქსელში კოვზანაძე.

https://www.facebook.com/100014418580060/posts/1119538321870110/

Share