Home » მსოფლიო » Apple-ის 120$ მილიონიანი “გამარჯვება” Samsung-ზე
Apple-ის 120$ მილიონიანი "გამარჯვება" Samsung-ზე

Apple-ის 120$ მილიონიანი “გამარჯვება” Samsung-ზე

Apple-ისა და Samsung-ის დაუსრულებელი საპატენტო ომი გუშინ ახალ ფაზაში შევიდა. აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ის 120 მლნ დოლარიანი ჯარიმა, რომელიც 2014 წლის მაისში Samsung-ს Apple-ის სასარგებლოდ დაეკისრა. სასამართლოს განცხადებით, სამსუნგის ძველ ტელეფონებში (Admire, Galaxy Nexus, Galaxy Note, Galaxy Note 2, Galaxy S II, Galaxy S3) Apple-ის პატენტები გამოყენებული არაა. სადავო პატენტებს შორის იყო swipe to unlock, ავტოშესწორებისა და quick link მახასიათებლები. 

Reuters-ის ცნობით, 120 მილიონიანი ჯარიმიდან 99 მილიონი დოლარი quick link მახასიათებელზე მოდიოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, Samsung-ის სმარტფონების 10 მოდელი Apple-ის აღნიშნულ პატენტს იყენებდა. თუმცა, გუშინ, სამი მოსამართლისაგან შემდგარმა ფედერალური სასამართლოს კოლეგიამ ასე არ მიიჩნია და წინა სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა. კოლეგიის გადაწყვეტილებით, სამსუნგი არ იყენებს Apple-ის quick link და swipe to unlock პატენტებს.

„აღფრთოვანებული ვართ აშშ-ის ფედერალური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

ათწლეულების მანძილზე, ვცდილობთ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში განვავითაროთ რევოლუციური პროდუქტები და სერვისები. დღევანდელმა გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ ჩვენ Apple-ის არც ერთ პატენტს არ ვიყენებთ.

დღევანდელი გადაწყვეტილება მომხმარებელთა არჩევანის გამარჯვებაა და შეჯიბრს იქ აბრუნებს, სადაც ის უნდა იყოს — ბაზარზე და არა სასამართლოს დარბაზებში“, — ნათქვამია კორეული კომპანია Samsung-ის განცხადებაში.

Share